აჭარის მთავრობამ, ქალაქ ბათუმის N 16 საჯარო სკოლის ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსწავლეთა და სკოლაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოების მიზნით, ახალი სკოლის აშენება გადაწყვიტა, – აცხადებენ აჭარის განათლების სამინისტორში.
“აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ახალი შენობის მშენებლობის პროექტის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანიის მიერ პროექტირების პირველი ეტაპი დასრულდა
პროექტის მიხედვით აშენდება ქალაქ ბათუმისთვის უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბების სკოლა. სამ სართულიანი შენობა, რომელიც გათვლილი იქნება ერთ ცვლაში 1000 მოსწავლეზე.
საკლასო ოთახების გარდა, შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი 340 მაყურებელზე.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის მიზნით სკოლაში მოეწყობა ორი სპორტდარბაზი – ტრიბუნებით და სკოლის ეზოში მოეწყობა ღია სპორტული მოედანი-ტრიბუნით.
შენობა იქნება სრულად ადაპტირებული. შენარჩუნდება არსებული ხე-მცენარეები.
️სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება მიმდინარე წელს იგეგმება”, – განმარტავენ სამინსტროში.
როგორი იქნება სკოლის ახალი შენობა იხილეთ ბმულზე.