საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით, 2 და 3 ოქტომბერს იმუშავებს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი, სადაც არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები ჟურნალისტებს ინფორმაციას მიაწვდიან არჩევნების მიმდინარეობის შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრში ბრიფინგებს გამართავენ:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
მრავალეროვანი საქართველო
ადამიანის უფლებათა ცენტრი
მედიაცენტრის მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი.
იხილეთ ბრიფინგების განრიგი
მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოშია. ის დააკავეს, მაგრამ მან იცოდა, რაზეც მოდიოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი.ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლება და ქვეყანაც ," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"მე გესალმებით გამარჯვების სრული რწმენით, ეს ერთი და მოგესალმებით უზღვევი ენერგიით და იმედით სავსე, ეს ორი. ასეა ეს და უბრალოდ გიზიარებს ამ ჩემს...
როგორც ცნობილია, საქართველოში ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ გლდანი-ნაძალადევში დააკავეს. ახლა ის უკვე რუსთავის ციხეშია გადაყვანილი. მის მოსანახულებლად სახალხო დამცველი უკვე გაემგზავრა.
სააკაშვილის დაკავების შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერმა ღარიბაშვილმა თავად გვამცნო.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ და ამბობდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინის საზღვარი...
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაკავებამდე ხმოვანი შეტყობინება ჩაწერა, რომელიც ცოტა ხნის წინ მის Facebook გვერდზე გავრცელდა.
"მე შეიძლება დამაკავონ ახლა თბილისში, მაგრამ იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძვით. ხვალ ვიკრიბებით ყველა, ძალიან ბევრი ხალხი გამოვდივართ ქუჩაში და ვიგებთ ბოლომდე ამ არჩევნებს",-თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა....
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
სახალხო დამცველის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს დღესვე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოინახულებს.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს სამ რეგიონში - კახეთში, ქვემო ქართლსა და იმერეთში დააკვირდება.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ცნობით, არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესზე დაკვირვებას ორგანიზაცია განახორციელებს როგორც სტატიკური დამკვირვებლების, ისე მობილური ჯგუფების მეშვეობით. მთელი დღის განმავლობაში ორგანიზაციის 51 წარმომადგენელი დააკვირდება არჩევნების სხვადასხვა ეტაპებსა და პროცედურებს: საარჩევნო უბნის გახსნას, კენჭისყრას, ხმის დათვლას, შემაჯამებელი ოქმების შევსებას და ა.შ.
“...
მარნეულსა და გარდაბანში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ზაურ დარგალის განცხადებით, ხვალ "ქართული ოცნება" დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.
მისივე თქმით, მხარდამჭერები გაფრთხილებული არიან, რომ არჩევნებმა მშვიდ გარემოში, პროვოკაციების გარეშე ჩაიაროს.
დარგალი ასევე გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა. დეპუტატის თქმით, ეს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან მორიგი კლოუნადაა.
"საკმაოდ აქტიური წინასაარჩევნო კამპანია ჩავატარეთ, ვიყავით ყველა სოფელში, შევხვდით მოსახლეობას, გვყავს ძლიერი გუნდი. ზოგადად, წინასაარჩევნო კამპანიამ მშვიდ გარემოში...
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ამავე ბრიფინგს ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.
ღარიბაშვილის თქმით, სამართალდამცავ უწყებებს ჰქოდნათ წინასწარ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.
"მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ...
"ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანის ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები ზუგდიდის მასშტაბით საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების შევიწროებას ცდილობენ და ემუქრებიან.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იყო შემთხვევები როდესაც აქტივისტები მივიდნენ რუხის რამდენიმე უბანში და განუცხადეს ,,აქ არაფერი არ უნდა გააკეთოთო”.
მისივე თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა” არ ეშვება იმ მეთოდებს, რა მეთოდებიც წლების განმავლობაში ჰქონდათ აპრობირებული და მიმართავენ ყველა საშუალებას, რომ არჩევნები რაიმე ფორმით იყოს...
წინა სტატია
კურორტი ტრუსკავეცი, სასტუმრო "რიქსოსი" - მმართველი პარტია მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელს ასახელებს და ამტკიცებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, საქართველოს ნაცვლად, ლვოვის ოლქში, ერთ-ერთ სამთო კურორტზე იმყოფება. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
მამუკა მდინარაძის მიერ გაჟღერებული მისამართის გადამოწმება, ჩვენ სწორედ სასტუმრო "რიქსოსის" ადმინისტრაციაში ვცადეთ. სასტუმროში გვეუბნებიან, რომ იქ მიხეილ სააკაშვილი არ უნახავთ. მათივე ინფორმაციით, ტრუსკავეცისა და ბათუმის არქიტექტურა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში როვშან ისკანდაროვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გუშინ, 30 სექტემბერს, განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. ისკანდაროვის განცხადებით, ლაშა ქველაძე მას თავს სოფელ კიროვკაში დაესხა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
„სოფელში სკოლის კედელზე აკეთებდა წარწერას. მე ადამიანურად გავაჩერე მანქანა და ვუთხარი რომ ნუ გააკეთებდა ამ წარწერას. მერე ლაშამ შეურაცხყოფის მოყენება დაიწყო. მეუბნებოდა...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს მიმართა.
კალანადარიშვილის თქმით, არჩევნების დღე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის.
„ხვალ, 2 ოქტომბერს ყველა თქვენგანს ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში.
მინდა, მივმართო ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს და თანამშრომლებს და მადლობა ვუთხრა იმისათვის, რასაც აკეთებენ და გააკეთებენ არჩევნების დღეს. მადლობა...
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროპარლამენტარებს თავის წინასაარჩევნო კამპანიაზე ესაუბრა და უთხრა, რომ არჩევნებს პირველივე ტურში დაამთავრებს.
როგორც კალაძემ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „ძალიან კარგი შეხვედრა იყო“.
„ძალიან კარგი შეხვედრა იყო. საზოგადოება და თბილისელები ელოდებიან, რა იქნება ქალაქთან დაკავშირებით, როგორი იქნება ქალაქი მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რა პროექტები განხორციელდება რაიონებში - ვესაუბრეთ ყველაფერ ამაზე. ვესაუბრე ასევე ჩემს საარჩევნო...
"ქართული ოცნების" მარნეულის მერობის კანდიდატის, ქენან ომაროვის საარჩევნო პროგრამა
სოფელი კვარხეთი ბუნებრივი აირით მომარაგდება,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, გაზიფიცირების სამუშაოები კვარხეთის ჩათვლით, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, რეგიონში დამატებით 4 სოფელში ჩატარდება.
უწყების ცნობით, 2022 წელს გაზიფიცირების სამუშაოები დამატებით გორის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ქველაძე აცხადებს, რომ გუშინ, 30 სექტემბერს, მას და „ენმ“-ს რამდენიმე აქტივისტს „ქართული ოცნების“ სადახლოს მაჟორიტარი კანდიდატი როვშან ისკანდაროვი და კიდევ 30-მდე პირი დაესხა თავს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
„ჩემი პოზიცია არის სიმართლე და ამას ჩემთან მყოფი პირებიც დაადასტურებენ. როვშან ისკანდაროვი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, თავისი ავტომობილით X6-ით დაგვეწია ჩვენ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































