„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროპარლამენტარებს თავის წინასაარჩევნო კამპანიაზე ესაუბრა და უთხრა, რომ არჩევნებს პირველივე ტურში დაამთავრებს.
როგორც კალაძემ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „ძალიან კარგი შეხვედრა იყო“.
„ძალიან კარგი შეხვედრა იყო. საზოგადოება და თბილისელები ელოდებიან, რა იქნება ქალაქთან დაკავშირებით, როგორი იქნება ქალაქი მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რა პროექტები განხორციელდება რაიონებში – ვესაუბრეთ ყველაფერ ამაზე. ვესაუბრე ასევე ჩემს საარჩევნო კამპანიაზე, თუ როგორი პოზიტიური კამპანია მქონდა, ასევე ვუთხარი ისიც, რომ ხვალ პირველივე ტურში დავამთავრებ არჩევნებს“, – განაცხადა კალაძემ.