2 და 3 ოქტომბერს დამკვირვებელი ორგანიზაციების ნაწილი არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მედიაცენტრიდან მოგვაწვდიან

288

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით, 2 და 3 ოქტომბერს იმუშავებს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი, სადაც არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები ჟურნალისტებს ინფორმაციას მიაწვდიან არჩევნების მიმდინარეობის შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრში ბრიფინგებს გამართავენ:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • მრავალეროვანი საქართველო
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი

მედიაცენტრის  მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი.

იხილეთ ბრიფინგების განრიგი