გორის სოფელი კვარხეთი ბუნებრივი აირით მომარაგდება

943

სოფელი კვარხეთი ბუნებრივი აირით მომარაგდება,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, გაზიფიცირების სამუშაოები კვარხეთის ჩათვლით, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, რეგიონში დამატებით 4 სოფელში ჩატარდება.

უწყების ცნობით, 2022 წელს გაზიფიცირების სამუშაოები დამატებით გორის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.