საარჩევნო უბნების დახურვიდან 11 საათის შემდეგ ცესკომ პირველადი, 07:00 საათის შედეგები გამოაქვეყნა. ამ მონაცემების მიხედვით, მინიმუმ ხუთ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მეორე ტური იქნება. 07:00 საათისთვის, დასახელებული ხუთივე ქალაქიდან 3-ში - რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი- ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს. ცესკოს მონაცემებით, თბილისში 769 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 320 უბანი (კახა კალაძე 45,5 %; ნიკა მელია 34,13 %; გიორგი გახარია 8,97 %) რუსთავი - 88 უბნიდან 42 უბანია...
თბილისსა და რეგიონებში "სისხლიან ბანერებს" ხსნიან. ფოტოები Facebook-ზე ვრცელდება. "არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს" - ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე. წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა. ცესკოს განცხადებით, სისხლიანი ბანერების დამკვეთი კერძო პირია და არა პარტია, ამიტომ არც დარღვევაა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალიან მაღალი ალბათობით, 64-ვე მეტი ქართული ოცნების წარმომადგენელი იქნება. "ჩვენ გვაქვს მონაცემები რეგიონებიდან, წინასწარი მონაცემები და შეიძლება ითქვას, რომ უმეტეს შემთხვევაში დაახლოებით, ალბათ, ეს არის 80% მაინც შემთხვევების პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები მერის არჩევნებს, სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს საჭირო მეორე ტური, თუმცა წინასწარი მონაცემები ისეთია, რომ მეორე ტურში არცერთ მათგანს არ გაუჭირდება მოგება,...
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩევნების პირველადი შედეგები გამოაცხადა. საუბარია საარჩევნო ოქმებზე, რომელიც მისი თქმით, შესაბამის ვებპორტალ elections2021.ge-ზეა განთავსებული. მისივე განმარტებით, ამ ვებპორტალზე დაახლოებით 10-წუთიანი ინტერვალებით ინფორმაცია განახლდება და დაახლოებით 2-3 საათში არჩევნების შედეგები სრულად იქნება წარმოდგენილი. „ამ ეტაპზე ჯერ არის წარმოდგენილი თბილისის შედეგები. ამ დროისთვის დათვლილია 544 უბანი, ეს არის საარჩევნო უბნების 14,53%. მთლიანობაში დათვლილია დაახლოებით...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ოქმებში დისბალანსის შესახებ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. უწყებაში განმარტავენ, რომ ეს გამოწვეულია იმით, რომ სხვადასხვა უბანზე ხმას აძლევენ მხოლოდ პროპორცულ სიას და არა მაჟორიტარულს. "თითქოს, ზოგიერთის აზრით, ამ ოქმებში არის გარკვეული დისბალანსი, რაც რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სინამდვილეს. იმიტომ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობას სრულად იღებენ ამომრჩევლები, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, ისეთი ტიპის...
N17 თელავის მე-19 უბანზე, მაჟორიტარული არჩევნების შემაჯამებელ ოქმში კომისიის წევრებს ერთი ამომრჩევლის ხმა სადღაც "გაეპარათ". ოქმის მიხედვით, უბანზე არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა 164 დაფიქსირდა. აქედან 35 ხმა ენმ-ს კანდიდატმა, არჩილ თუშიშვილმა მიიღო, 6 ხმა "გახარია საქართველოსთვის" კანდიდატმა, გიორგი ქევხიშვილმა, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატმა ზურაბ მოსახლიშვილმა - 113. 9 ბიულეტენი გაბათილდა. სად წავიდა 1 ამომრჩევლის ხმა, ოქმიდან არ ჩანს. ოქმს არც...
გაყალბების საწინააღმდეგო ზომები იყო ძალიან მაღალ დონეზე გამოყენებული, - ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, „თავისუფლების და სოლიდარობის ფონდის“ წარმომადგენელმა ივარს ბანდონისმა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე შეფასებით, სერვისი ყველა საარჩევნო უბანზე გაწეული იყო ერთიდაიმავე დონეზე, მაღალი სტანდარტით. „დაახლოებით, 8 -9 საარჩევნო ოლქის მონახულება შევძელი და რაც შევნიშნე, გახლდათ ის, რომ მაღალი დონის აქტიურობა და ჩართულობა იყო საერთაშორისო დამკვირვებლების და ორგანიზაციების მხრიდან. ჩემი შეფასება...
საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა, რათა ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სწორედ ახლა იწყება განსაკუთრებული, საპასუხისმგებლო - ხმის დათვლის ეტაპი. „როგორც იცით, საარჩევნო უბნები კანონმდებლობის თანახმად 20:00...
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნების დღემ კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს „კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის“ მადლობა გადაუხადა. „პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისათვის და კენჭისყრის პროცესში კოვიდრეგულაციების დაცვისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრებსა და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის....
იმ მრავალ სიახლეს, რომელიც მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის დავნერგეთ, რა თქმა უნდა, ახლდა თავისი გამოწვევებიც. ცალკეულ შემთხვევაში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა, აღნიშნული ხარვეზები არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერ დარღვევას ექნება შესაბამისი რეაგირება. „დღის განმავლობაში ინტენსიურად ვხვდებოდი სადამკვირვებლო მისიებისა და...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე რუსთავის მერის არჩევნების შედეგების ორი - N85 და N86 საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმები გამოქვეყნდა. დაჯამებული შედეგები კი მისულ ამომრჩეველთა რაოდენობას არ ემთხვევა. N85-ე უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა 97 ყოფილა. აქედან 8 ხმა ენმ-ს კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ მიიღო, 3 ხმა "გახარია საქართველოსთვის" კანდიდატმა, ბექა ლილუაშვილმა, ხოლო 72 ხმა "ქართული ოცნების" კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ. სხვა კანდიდატებს არცერთი ხმა...
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკუთარ აქტივს საარჩევნო უბნებზე სიტუაციის არევას ავალებენ და დათვლის პროცესის ჩაშლა სურთ. როგორც პაპუაშვილმა მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება პირობას დებს, რომ ისევე როგორც მთელი დღის განმავლობაში, დათვლის პროცესშიც სიმშვიდე იქნება დაცული. ამასთან, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტია ცოტა ხანში პარალელური დათვლის შედეგებს გამოაქვეყნებს. „მთლიანად არჩვენების მიმდინარეობისას 13 ინციდენტი დაფიქსირდა. გავაგრძელებთ ინციდენტების...
წინა სტატია "ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ზვიად კუპრავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედება ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად კუპრავა 52-ე საარჩევნო უბანთან დააკავეს. ზვიად კუპრავა კომისიის თავმჯდომარეს გაყალბებაში ადანაშაულებდა.
„სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგის მისიის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით მიმდინარებდა. თუმცა, გამოიკვეთა ცალკეული ტენდენციები, რომლებმაც არჩევნების დღის გარემოზე უარყოფითად იმოქმედეს. დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის არაერთი ფაქტი, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა, არასათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე ხმის მიცემის რამდენიმე შემთხვევა და მარკირების...
"20-ე უბანს ვიგებთ და თავჯდომარე და მდივანი საპირფარეშოში ჩაიკეტნენ. არ გამოდიან,"- ამის შესახებ ფეისბუქზე ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ დაწერა. გარდა ამისა, დეკანოიძე წერს, რომ ქუთაისში მასიურად აბათილებენ მერობის ნაწილში ბიულეტინებს.
ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში 20:00 საათისთვის თბილისის მასშტაბით ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო N41 - 41% ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 - 31% საქართველოსთვის - N25 - 7% გირჩი - მეტი თავისუფლება - N45 - 5% ლელო N9 - 3%; ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები N7 - 2%; მოძრაობა ხალხისთვის N48 - 2%; გირჩი N36 - 2%;  დროა N32 - 2%; ევროპული საქართველო N2 -...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ