N17 თელავის მე-19 უბანზე, მაჟორიტარული არჩევნების შემაჯამებელ ოქმში კომისიის წევრებს ერთი ამომრჩევლის ხმა სადღაც “გაეპარათ”.
ოქმის მიხედვით, უბანზე არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა 164 დაფიქსირდა. აქედან 35 ხმა ენმ-ს კანდიდატმა, არჩილ თუშიშვილმა მიიღო, 6 ხმა “გახარია საქართველოსთვის” კანდიდატმა, გიორგი ქევხიშვილმა, ხოლო “ქართული ოცნების” კანდიდატმა ზურაბ მოსახლიშვილმა – 113. 9 ბიულეტენი გაბათილდა. სად წავიდა 1 ამომრჩევლის ხმა, ოქმიდან არ ჩანს. ოქმს არც შესწორების ოქმი ახლავს თან.