ცესკო: ოქმებში დისბალანსის შესახებ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება

392

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ოქმებში დისბალანსის შესახებ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. უწყებაში განმარტავენ, რომ ეს გამოწვეულია იმით, რომ სხვადასხვა უბანზე ხმას აძლევენ მხოლოდ პროპორცულ სიას და არა მაჟორიტარულს.

“თითქოს, ზოგიერთის აზრით, ამ ოქმებში არის გარკვეული დისბალანსი, რაც რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სინამდვილეს. იმიტომ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობას სრულად იღებენ ამომრჩევლები, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, ისეთი ტიპის ოქმებში, რომელიც ეკუთვნის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს და ასევე, მერის ასარჩევად განკუთვნილ ოქმს, აქ ზოგიერთ ამომრჩეველს, კანონით გათვალისწინებული წესით რა თქმა უნდა, მონაწილეობის მიღების საშუალება არ გააჩნია.

ნებისმიერი მსგავსი კომენტარი, რომელიც ეხება ოქმების დისბალანსს, არ შეესაბამება სინამდვილეს და თითოეული ასეთი შემთხვევა კანონის ფარგლებშია.

ბუნებრივია, ცენტრალური საარჩევნო კომისია ყურადღებით ადევნებ თვალს ოქმებსაც და ნებისმიერი კითხვის ნიშანი, რომელიც შეიძლება დაესვას ოქმებს, იქნება სათანადოდ შესწავლილი და შესაბამისად გამოკვლეული ჩვენ მიერი”, — აცხადებენ უწყებაში