ქალაქ რუსთავის საკრებულოში „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, შესაძლოა, თანაბარი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, რუსთავში ყველაზე მეტი - 16 მანდატი "ნაციონალურმა მოძრაობამ" (13 - პროპორციული და 3 - მაჟორიტარული წესით) მიიღო. „ქართულ ოცნებას“ მიღებული აქვს 15 მანდატი (12 - პროპორციული და 3 - მაჟორიტარული წესით). იმავდროულად, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატს რუსთავის #6 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე...
ბათუმში „ლელო - საქართველოს" აჭარის ორგანიზაცია ბათუმის მეშვიდე საარჩევნო ოლქში 13 საარჩევნო უბნის გადათვლას ითხოვს. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ უბანზე ოპოზიციის მაჟორიტარ კანდიდატ გენადი თებიძეს საკმარისი რაოდენობის ხმები აქვს მიღებული, თუმცა 950 ბიულეტენი უბანზე მიზანმიმართულად გაბათილდა. „როგორც ვხედავთ, „ქართულმა ოცნებამ“ მანიპულაციის გზით მოახერხა, რომ პირველივე ტურში გაეყალბებინა მისი კანდიდატის, მინდია გოგუაძის გამარჯვება, მხოლოდ და მხოლოდ 0,6 პროცენტით....
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თანასწორი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნებზე სხვადასხვა სახის დარღვევა მოხდა. "როგორ მომდინარეობდა მთელი საარჩევნო კამპანია, საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, როგორი ზეწოლის, შანტაჟის, მოსყიდვების, ძალადობის ფონზე მიმდინარეობდა, განსაკუთრებით კენჭისყრის დღე. როგორ იყო ეს ძალადობა მკვეთრად გამოხატული, თუნდაც ჟურნალისტების მიმართ და ა. შ. ამ არჩევნებზე არის ამომრჩევლის...
იმ კითხვას, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა დაუსვეს მოსახლეობას, მოსახლეობამ გასცა უარყოფითი პასუხი - ჩვენს ოპონენტებს უნდოდათ რეფერენდუმი „ქართული ოცნების" წინააღმდეგ და მათ მიიღეს რეფერენდუმი საკუთარი თავის წინააღმდეგ,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება" მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. პაპუაშვილის თქმით, წინა წლებთან შედარებით, ამ არჩევნებზე მეორე ტურის დაბალი რაოდენობაა. „მეორე ტური დემოკრატიის ნაწილია, მათ შორის. შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნების დროს ჩვენ გვქონდა...
ვაპირებთ მხარი დავუჭირო ოპოზიციურ კანდიდატს ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურში გადავიდნენ , - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პირველ ოქტომბერს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა პოლიტიკური ველის რადიკალიზაცია მოახდინა. “ჩვენ კიდევ ერთი ძალადობრივი არჩევნების მოწმენი გავხდით. ამ არჩევნებს, სამწუხაროდ, ვერ ვუწოდებ თავისუფალს და დემოკრატიულს. ის იყო ძალადობრივი...
ლაგოდეხში მე-14 საარჩევნო უბანზე დაკლებულია სამი ბიულეტენი, მე-15 უბანზე 4 , 32-ე უბანზე გამქრალია 15 ბიულეტენი, - ამის შესახებ „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩიხლაძის თქმით, მათი კომისიის წევრებმა უკვე დაწერეს საჩივარი და მოითხოვეს ამ უბნების სრულად გადათვლა და ვიდეო კამერების ჩანაწერები. „წარმოგიდგენთ ჩვენი დაკვირვების და მონიტორინგის შედეგებს. ნათელი მაგალითი თუ როგორ შეიძლება, რამდენი ხმით და ბიულეტენის მოპარვით გადაწერო შედეგი...
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩეველს ნდობისთვის და მართვის მანდატის დამტკიცებისთვის - დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობა. „ნაციონალური მოძრაობა“ და დესტრუქციული ძალები უკვე მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან არჩევნები ცალსახად პოზიტიურად შეფასდა. „მე მინდა პირველ რიგში ჩვენს მოსახლეობას მივულოცო არჩევნების წარმატებულად ჩატარება. არჩევნები ჩატარდა...
დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. საელჩოს განცხადების თანახმად, საელჩო განცხადებაში იმედოვნებს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთვება მე-2 ტურებში. „დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ საქართველოში არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, თუმცა დარღვევების შესახებ ბრალდებებმა პროცესი დააზიანა. ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას. იმედი გვაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთვება მე 2- ტურებში”,...
გახარიას ღალატი 7- 8% დაგვიჯდა, მეორე ტურები დაინიშნა იმის გამო, რომ ბევრს ეგონა, გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი ორი იყო , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2016- 2020 წლებში მეორე ტურები ოლქების თითქმის ნახევარში, 50-51% -ში დაინიშნა, ახლა კი 30%-ში დაინიშნა, რაც რეალურად გაუმჯობესებული შედეგია. "მოსახლეობას რომ ავუხსნათ რეალურად, ანალიზს თუ გავუკეთებთ, 64 მუნიციპალიტეტიდან 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტური დაინიშნა....
ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების ბოლომდე მისაყვანად, საჭიროა მეორე ტურებში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მან ასევე ყველა მოქალაქეს მოუწოდა, რომ მეორე ტურში „ივანიშვილის რეჟიმისგან მომავალ საფრთხეების შემცირებას“ მისცენ ხმა. „არ არის დასამალი, რომ იმ შედეგისთვის, რაც ქვეყანას სჭირდებოდა, არსებითად უფრო მაღალი აქტივობა იყო სასურველი, მაგრამ ფაქტია, რომ ურბანულ სივრცეში, სადაც ადამიანები ნაკლებად არიან დამოკიდებული და ისეთ რთულ მდგომარეობაში...
მიმდინარე პოლარიზაცია კვლავ უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიაზე - ამ საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებთან კოორდინაციით, ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურთან დაკავშირებით ავრცელებს. არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ პარტიას, სასწრაფოდ განახორციელონ დამატებითი ძალისხმევა სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად. „ასევე, ველოდებით სანდო და სწრაფ გამოძიებას ყველა...
ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ - ბევრ ქალაქსა და სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევანის გამოხატვაში არჩევნების დღეს. ასეთი ტიპის დარღვევებს ხშირად ჰქონია ადგილი საქართველოს არჩევნებში, რაც სრულად შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ იდეალებთან, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ...
ქუთაისში პროპორციულ არჩევნებში ბარიერი ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის საკრებულოში მოხვდნენ: "მესამე ძალა" (სტრატეგია აღმაშენებელი) - 3.27% "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 37.56% "გახარია საქართველოსთვის" - 6.7% "ქართული ოცნება" - 39.16% რაც შეეხება მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს, აქ 5 მაჟორიტარული ოლქი “ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიგეს და მხოლოდ ორ ოლქში შეძლეს ოპოზიციური პარტიის – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებმა...
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ ციხიდან გაავრცელა წერილი, რომელიც მის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა. წერილში სააკაშვილი თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას მიმართავს და მეორე ტურში გასვლას ულოცავს. ის, ასევე, მელიას მამას, ზუგდიდის მერობის კანდიდატ ანზორ მელიას მოიკითხავს. სააკაშვილი წერს, რომ რევანშის გარეშე, ყველა ოპოზიციური და უბრალოდ ჯანსაღი ძალა უნდა გააერთიანონ, დაივიწყონ ყველა წყენა და დაიბრუნონ დემოკრატია და...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხულოში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ პირველივე ტურში გაიმარჯვა. მანადე ბერიძე ხულოს მერობის მოვალეობას ასრულებდა. ხულოს 55 საარჩევნო უბნიდან დათვლილია ყველა (100%). კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ასე ნაწილდება: ვახტანგ ბერიძე, “ქართული ოცნება” – 54.26% გოგიტა სოლომონიძე, “ნაციონალური მოძრაობა” – 36.41% გია აბულაძე, “გახარია ხალხისთვის” – 9.33%
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, წალენჯიხაში მეორე ტური გაიმართება. ცესკო-ს ინფორმაციით, 29 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა: გიორგი ხარჩილავა (ნაციონალური მოძრაობა– N5) – 39.67% გოგა გულორდავა (ქართული ოცნება – N41) – 38.24% ხვიჩა მებონია (გახარია-საქართველოსთვის – N25) – 19.08% თამარი ბელქანია (ლელო – N9) – 3.01%

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ