ოთხი პარტია და ორი ოპოზიციონერი მაჟორიტარი ქუთაისის საკრებულოში – წინასწარი შედეგები

942

ქუთაისში პროპორციულ არჩევნებში ბარიერი ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის საკრებულოში მოხვდნენ:

  1. “მესამე ძალა” (სტრატეგია აღმაშენებელი) – 3.27%
  2. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 37.56%
  3. “გახარია საქართველოსთვის” – 6.7%
  4. “ქართული ოცნება” – 39.16%

რაც შეეხება მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს, აქ 5 მაჟორიტარული ოლქი “ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიგეს და მხოლოდ ორ ოლქში შეძლეს ოპოზიციური პარტიის – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებმა გამარჯვება.

წინასწარი მონაცემებით, შედეგები ასეთია:

  1. ბესიკ ბრეგაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 43.97%
  2. ირაკლი შენგელია, ქართული ოცნება – 43.89%
  3. ამირან კოპალეიშვილი, ქართული ოცნება – 46.71%
  4. ანა კოხრეიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 42.34%
  5. მამუკა რიჟამაძე, ქართული ოცნება – 42.47%
  6. თეიმურაზ ნადირაძე, ქართული ოცნება – 45.61%
  7. მაგდა კოსტავა, ქართული ოცნება – 43.32%

სულ ქუთაისის საკრებულო 35 წევრით უნდა დაკომპლექტდეს, საიდანაც 28 პროპორციული და 7 მაჟორიტარული წესით იქნებიან არჩეულები.