პაპუაშვილი: ოპოზიციას უნდოდათ რეფერენდუმი „ქართული ოცნების” წინააღმდეგ და მიიღეს რეფერენდუმი საკუთარი თავის წინააღმდეგ

206

იმ კითხვას, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა დაუსვეს მოსახლეობას, მოსახლეობამ გასცა უარყოფითი პასუხი – ჩვენს ოპონენტებს უნდოდათ რეფერენდუმი „ქართული ოცნების” წინააღმდეგ და მათ მიიღეს რეფერენდუმი საკუთარი თავის წინააღმდეგ,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. პაპუაშვილის თქმით, წინა წლებთან შედარებით, ამ არჩევნებზე მეორე ტურის დაბალი რაოდენობაა.

„მეორე ტური დემოკრატიის ნაწილია, მათ შორის. შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნების დროს ჩვენ გვქონდა 17 მეორე ტური, 2016 წელს 50 მეორე ტური, ასე რომ აქ გასაკვირი არაფერია, მთავარი არის ვინ იგებს არჩევნებს, ის, ვის რა შედეგი აქვს. პირველ ტურში ჩვენ შედეგი ვაჩვენეთ, გავიმეორეთ საპარლამენტო არჩევნების შედეგი და გარწმუნებთ, მეორე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მას ასევე ჰკითხეს ოპოზიციის გეგმებზე ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, რაზეც პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი საკუთარ ამომრჩეველს არ უსმენენ და ურჩია უცხოელ პარტნიორებს და მათ შეფასებებს მოუსმინონ.

„თვალი გაუსწორონ რეალობას, გამოცდილება აჩვენებს, რომ იგივე მდინარეში მეორედ არ უნდა შეხვიდე. ისინი თუ იგივე მდინარეში მეორეჯერ შესვლას გადაწყვეტენ, ჩვენ ვიცით, ეს რით სრულდება,”- განაცხადა პაპუაშვილმა