ქალაქ რუსთავის საკრებულოში „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, შესაძლოა, თანაბარი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, რუსთავში ყველაზე მეტი – 16 მანდატი “ნაციონალურმა მოძრაობამ” (13 – პროპორციული და 3 – მაჟორიტარული წესით) მიიღო.
„ქართულ ოცნებას“ მიღებული აქვს 15 მანდატი (12 – პროპორციული და 3 – მაჟორიტარული წესით).
იმავდროულად, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატს რუსთავის #6 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ექნება მოსაგები, სადაც კონკურენტი გიორგი გახარიას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია.
წინასწარი მონაცემებით, რუსთავის საკრებულოში სამი მანდატი პროპორციული წესით გახარიას პარტიას აქვს მიღებული.