გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში, უბნებზე ხმების ხელახლა გადათვლის მოთხოვნით 11 საჩივარია დაწერილი. საჩივრის ავტორები არიან: ოპოზიციური პარტია “საქართველოსთვის” და არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
საჩივრების საფუძვლად შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილი დისბალანსია მითითებული.
მაგალითად, ISFED-ს ერთ-ერთ საჩივარში ვკითხულობთ:
“N76 უბანზე მერის და პროპორციული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმში არ დგება ბალანსი მიღებულ ხმათა რაოდენობას დამატებული ბათილი...
გახარიასთან ჩვენი გუნდიდან არანაირი კავშირი არ ყოფილა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას განცხადებას უპასუხა.
თუმცა, ვოლსკის თქმით, საჭიროების შემთხვევაში იქნება მოლაპარაკებები იმ ადამიანებთან, ვინც საკრებულოებში იმ პოზიციაში არიან, რომ შეუძლიათ ამა თუ იმ საკითხის ბედი გადაწყვიტონ.
„საერთოდ, პოლიტიკურ სივრცეში მოლაპარაკებები არ არის უჩვეულო ამბავი, მაგრამ უჩვეულოა ის, რაც გიორგი გახარიამ ჩაიდინა, რასაც ჰქვია "ნაციონალური მოძრაობის" ხელშეწყობა. რაც შეეხება...
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ვარიანსა და ნიქოზში საბავშო მოედნები და დასასვენებელი სივრცეები მოეწყობა.
სამუშაოებისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტენდერები გამოაცხადა.
ვარიანში საბავშვო გასართობი და დასასვენებელი სკვერის მოწყობისთვის 138 770 ლარია გათვალისწინებული, ნიქოზში კი – 105 330 ლარი.
სკვერი მოწყობაა დაგეგმილი ასევე გორში, ელიოზაშვილის ქუჩაზე, რისთვისც 66 430 ლარია გათვალისწინებული
ავსტრიის ტიროლის ფედერალურ მიწას და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ხელშეკრულებას ხელი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ტიროლის ფედერალური მიწის გუბერნატორმა გიუნტერ პლატერმა მოაწერეს. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეების შორის ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, სპორტის, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებს შორის თანამშრომლობას. ასევე, ერთობლივი ფორუმებისა და სამეწარმეო გამოფენა-ბაზრობების გამართვას, მეწარმეთა შეხვედრებს და ერთობლივი პროექტების...
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, მეორე ტური 16 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. ამასთან, მერებს რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში - ზუგდიდში, ხობში, სენაკში, წალენჯიხასა და მარტვილში მეორე ტური გამოავლენს. რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, ხმათა უმრავლესობა "ქართულმა ოცნებამ" ხუთ მუნიციპალიტეტში მიიღო. ეს მუნიციპალიტეტებია - მესტია, ჩხოროწყუ, აბაშა, ხობი და მარტვილი, დანარჩენში ენმ-მ. ინფორაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ზუგდიდი
ზუგდიდის 15 მაჟორიტარული ოლქიდან, მეორე ტური მხოლოდ ერთ, მეოთხე ოლქში გაიმართება...
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალ საკრებულოს 45 წევრი ეყოლება. იქნება 5 დეპუტატით ნაკლები, ვიდრე არის ამ დრომდე მოქმედ 50 წევრიან საკრებულოში. ეს საარჩევნო კოდექსში შესულმა ცვლილებებმა განაპირობა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი მაჟორიტარული ოლქების შემცირებას გულისხმობს. 45 წევრიან საკრებულოში 15 დეპუტატი მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული, დანარჩენი 30 კი პროპორციულით. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გერდზე გამოქვეყნებული წინასწარი...
ხულოს საკრებულოში 24 მანდატიდან 22 პარტიებზე პირველივე ტურში გადანაწილდა. დარჩენილ ორზე კი მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი წერს.
რაც შეხება პირველი ტურის შედეგებს, მაჟორიტარული მანდატებიდან 6 ქართულმა ოცნებამ უკვე მოიპოვა, გარდა ამისა მმართველ პარტიას პროპორციული სიით მიღებული 7 მანდატი აქვს.
ოპოზიციიდან 2 ოქტომბრის არჩევნებზე 6 მანდატი მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ, 1 გახარია საქართველოსთვის, 1 ლელომ და ერთიც სტრატეგია აღმაშენებლის პარტიამ.
შესაბამისად...
ჩვენ წარმოვადგინეთ არაერთი ოქმი. მაგალითად ერთ-ერთში პირდაპირ იყო გადახაზული მონაცემები და ცესკოზე ატვირთული. თუმცა ეს ოქმი მოიპარეს და გააქრეს, მექანიკურად შეცვალეს საიტზე, რაც არის სისხლის სამართლის საქმე, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
“ამ ფონზე, როგორ გამოიყურება გაყალბების სურათი: ჩვენ წარმოვადგინეთ არაერთი ოქმი. მაგალითად ერთ-ერთში პირდაპირ იყო გადახაზული მონაცემები და ცესკოზე ატვირთული. თუმცა ეს ოქმი მოიპარეს და გააქრეს,...
„ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის 287 ხმა მითვლილი ჰქონდა გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს - ზოგიერთი პოპულისტივით ბრიფინგს ბრიფინგზე რომ მართავენ, ვთქვათ, რომ გახარიამ "ნაციონალურ მოძრაობას" გაუყალბა? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს.
როგორც პაპუაშვილი უბნებში დაფიქსირებულ დისბალანსთან დაკავშირებით აღნიშნავს, ხარვეზი ზოგჯერ მართლაც ხარვეზია და ამით მანიპულირება ხდება.
„ყვარლის მე-8 უბანზე, შემთხვევით შერჩევით 10%-ის გადათვლისას, აღმოჩნდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის 287 ხმა...
საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს, 2 ოქტომბერს და შემდგომ პერიოდში, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილია და ამ დროისთვის შესაბამის ელექტრონულ ბაზაში 1702 საჩივარია ასახული. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ჯამში 561 საჩივარი წარადგინეს, რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ საჩივრებს, კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში მათ მიერ 1141 საჩივარია...
ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან წასვლის არანაირი საფუძველი არა აქვს - რომც უნდოდეს, არ უნდა გავუშვათ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
ვოლსკის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ეფექტური პრემიერ - მინისტრია და მის მიმართ არა ერთი ჭორი და მოგონილი ამბავი გავრცელდება.
"ღარიბაშვილზე შეტევა მუდმივად იქნება. მან შს მინისტრად თუ პრემიერად ყოფნის პერიოდში საკმაოდ სერიოზული, მათ შორის პოლიტიკური ზიანი მიაყენა მოწინააღმდეგე ოპონენტ პარტიას და ამ...
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის დადგენილება, რომელიც რეგიონის მასშტაბით საინვესტიციო ვალდებულებებს უკავშირდება. დადგენილების თანახმად, იმ ინვესტორებს, რომელთაც სახელმწიფოსთან არსებულ ხელშეკრულებებში კონკრეტული პროექტების განხორციელებისთვის ვადები ჰქონდათ განსაზღვრული და მათ აღნიშნული ვადები დაარღვიეს, შესაბამისი მიმართვის გაკეთების შემთხვევაში პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
“იმ ინვესტორების მიმართაც, რომლებსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებთან ან მათ მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული)...
მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის სუბსიდიის პოლიტიკა პანდემიის პირობებში გაგრძელდება - ამის შესახებ BMG-ს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განუცხადა.
როგორც ცნობილია, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მოსახლეობისთვის გაზის ფასის შენარჩუნებაზე უკვე 500 მილიონ ლარამდე დახარჯა, რის გამოც მათი სხვადასხვა პროექტი დროში ჭიანურდება. ნარმანია ფიქრობს, რომ სოციალური მხარდაჭერის კომპონენტებიდან, თანდათან უფრო მეტად ეკონომიკურ კომპონენტებზე გაკეთდეს აქცენტი.
BMG...
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ 30-ზე მეტი საჩივარი განიხილა. ინფორმაცია ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
საჩივრების უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა. მათ შორის, უარი ეთქვა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას", რომელთა საჩივრების შინაარსს კომისიის წევრები არ დაეთანხმნენ.
საჩივრები არ დაკმაყოფილდა #91-ე, #93-ე, #15-ე, #57-ე, #49-ე, #10-ე, #35-ე, #39-ე, #48-ე, 123-ე, #37-ე, #29-ე, #96-ე, #66-ე, #56-ე, #59-ე, #35-ე, #18-ე, #80-ე, #108-ე და #48-ე უბნებზე.
კომისიის წევრებმა არ დააკმაყოფილეს აგიტაციის და კარუსელის...
კახეთში არჩევნების მეორე ტური საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად, კიდევ ერთ საარჩევნო უბანზე გაიმართება. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, სოფლების საბუე- ალმატის ამომრჩევლები მეორე ტურში შეარჩევენ. საარჩევნო უბანზე ერთმანეთს, ” ქართული ოცნების” და პარტია საქართველოსთვის წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან.
არჩევნების მეორე ტური იყო მოსალოდნელი, საკრებულოში სოფელ შილდის მაჟორიტარი დეპუტატის შესარჩევადაც, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ქართული ოცნების წარმომადგენელს, არჩევნებს ორი ხმით...
უბნების გადათვლას ითხოვენ წყალტუბოში, რადგან ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ამომრჩევლის ხმების 60% მოპარული და გაყალბებულია. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ირკვევა რომ, ნაციონალური მოძრაობის ბიულეტენები აქაც, ქართული ოცნების კონვერტში მოათავსეს. სოფელ გეგუთის მე-8 საარჩევნო უბანზე, სადაც მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, ხელახალი გადათვლის დროს აღმოჩნდა, რომ ხმების უმრავლესობა სინამდვილეში "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა მიღებული.
გეგუთის მსგავსად, ხმები არასწორად შეაჯამეს კიდევ 3 უბანზე.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!





































