უბნების გადათვლას ითხოვენ წყალტუბოში, რადგან ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ამომრჩევლის ხმების 60% მოპარული და გაყალბებულია. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ირკვევა რომ, ნაციონალური მოძრაობის ბიულეტენები აქაც, ქართული ოცნების კონვერტში მოათავსეს. სოფელ გეგუთის მე-8 საარჩევნო უბანზე, სადაც მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, ხელახალი გადათვლის დროს აღმოჩნდა, რომ ხმების უმრავლესობა სინამდვილეში “ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა მიღებული.
გეგუთის მსგავსად, ხმები არასწორად შეაჯამეს კიდევ 3 უბანზე.