გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ვარიანსა და ნიქოზში საბავშო მოედნები და დასასვენებელი სივრცეები მოეწყობა.
სამუშაოებისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტენდერები გამოაცხადა.
ვარიანში საბავშვო გასართობი და დასასვენებელი სკვერის მოწყობისთვის 138 770 ლარია გათვალისწინებული, ნიქოზში კი – 105 330 ლარი.
სკვერი მოწყობაა დაგეგმილი ასევე გორში, ელიოზაშვილის ქუჩაზე, რისთვისც 66 430 ლარია გათვალისწინებული