ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი შელახული ღირსების აღდგენას სასამართლო გზით აპირებს. ამის შესახებ სახელისუფლებო პარტიის მერობის კანდიდატმა “მაესტროს” პირიდაპირ ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ ცილისწამების მოთმენას აღარ აპირებს. “ქუთაისი ურთიერთობების ქალაქია. იციან ჩემი ოჯახის შესახებ, ჩემი გაკეთებული საქმეების შესახებ და არ მიწევს მტკიცება ვინ ვარ, თუმცა ის ცილისმწამებლური კამპანია, რაც ჩემს მიმართ იყო, არ ვფიქრობ, რომ მარტივად უნდა გავატარო. მივიღე გადაწყვეტილება,...
მეორე ტურის დასრულების შემდეგ, შეიძლება ოპონენტების მხრიდან გამოსვლების მცირე მცდელობა იყოს, მაგრამ როდესაც დაინახავენ რეალობას, ბუნებრივია ისინი ისარგებლებენ იმ მანდატებით, რომლებიც მიღებული ექნებათ საკრებულოში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის ბოიკოტმა ფასი დაკარგა. „ბოიკოტმა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საერთოდ აზრი დაკარგა. თუნდაც საკრებულოში არ შევიდნენ ან პარლამენტიდან გავიდნენ, მათ ბოიკოტს აღარანაირი ფასი...
"ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს წევრის, ლილე ლიპარტელიანის თქმით, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე საკრებულოში სიგნალის ჩამხშობი აპარატურა იდგა. "Მიხეილ საახაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, Სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საკრებულოს შენობაში ხმის ჩამწერი და სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობა ჰქონდა დამონტაჟებული", - აცხადებს ლილე ლიპარტელიანი. Მისი განცხადებით, როდესაც იკითხა, თუ რა იდო შენობის მესამე სართულზე შავ ყუთებში, მამაკაცი საკრებულოს მოადგილის ოთახში გაიქცა და კარი ჩაკეტა. ამის...
არ ვაპირებთ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ერთპარტიულად მოსვლას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შესაძლებელია „ნაციონალური მოძრაობის“ გულმხურვალე ამომრჩევლების ნაწილს არ მოწონს, როცა ამას ამბობს. „პრაქტიკამ გვაჩვენა, თუ ჩვენი მისწრაფებები არის ევროატლანტიკური, დასავლეთისკენ, ცივილიზაციისკენ, დიახაც, ცივილიზაცია და დასავლური დემოკრატია მუშაობს ერთიანობით და მრავალფეროვნებით და ეს გვინდა. ამ ყველაფრის დიახაც პიონერებიც გვინდა...
„ოცნების ქალაქში" , სადაც ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იმყოფებოდა. როგორც მან განაცხადა, ოჯახები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი. „საბედნიეროდ მსხვერპლი არ გვყავს. ოჯახები დროებით გადაყვანილი იქნებიან შესაბამის უსაფრთხო ადგილას. "ოცნების ქალაქი" შენდება სწორედ იმიტომ, რომ რისკები და საფრთხის შემცველი გარემო ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას და ყველა აქ მცხოვრებ ოჯახს ჰქონდეს როგორც უსაფრთხო, ასევე ღირსეული საცხოვრებელი პირობები. ის პროექტი, რომელსაც...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად განაგრძობს სამუშაოებს სოფლებში, სადაც წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. „წყლის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მომზადდა პროექტი და ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხიდისყურსა და საქადაგიანოში. ორივე სოფელში მოსახლეობის უმრავლესობა წყალს ეზოებში თვითნებურად მოწყობილი ჭებიდან მოიხმარს. სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელების, წყლის...
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ის აღნიშნავს, რომ პანდემია ვაქცინაციის გარეშე არ დასრულდებ და თუ რეგულაციები არ გვსურს, უნდა ავიცრათ. "დღეს აქედან, ჟენევიდან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, მემგონი, ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა აუცილებელია. პანდემია არსად გაქრება, ამიტომ, ჯობია, რომ ჩვენ ყველა საჭირო ზომა მივიღოთ და ეს აცრით იწყება", — განაცხადა ზურაბიშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის...
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული სახლის დემონტაჟის შემდეგ, ადგილზე ახალი, დაახლოებით იმავე ზომის კორპუსი აშენდება. ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ დანგრეული კორპუსის მობინადრეებთან შეხვედრაზე განაცხადა. მანამდე მერია დაზარალებულებს მათ მიერვე შერჩეული ბინების ქირის გადახდას სთავაზობს. ასევე, დანგრეული კორპუსების ბინადრებს შეუძლიათ, აირჩიონ ბინები მერიის საბინაო ფონდის 61 ბინიდან, რომელიც დღეს მერიამ აჭარის მთავრობას გადასცა. ქალაქის ცენტრიდან შედარებით პერიფერიაში...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ასაწყობი კოტეჯის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 20 000 ლარია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.  ასაწყობ კოტეჯს მერია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში განათავსებს. როგორც ცნობილია, უწყება აღნიშნულ შენობებს მიუსაფარი ოჯახების დასაკმაყოფილებლად ყიდულობს. სატენდერო პირობების მიხედვით, კოტეჯი უნდა იყოს თბოიზოლაციით  და ყველა საჭირო კომუნიკაციით აღჭურვილი. შერჩეულმა კომპანიამ კოტეჯის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა უზრუნველყოს.
video
შუახევში, კერძოდ ზამლეთის თემში, სახელისუფლებო მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კეკელიძემ, "ნაციონალების" მაჟორიტარ კანდიდატ ამირან ხიმშიაშვილს არჩევნები 7 ხმით მოუგო. ოპოზიცია ამ თემში შემავალი თითქმის ყველა უბნის განმეორებით გადათვლას ითხოვდა. მუნიციპალიტეტის ოლქის წევრი პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცხადებს, რომ მათი მოთხოვნა ხმების გადათვლასთან დაკავშირებით საფუძვლიანი იყო. ზებურ მამულაძის მტკიცებით, ყველაფერი გააკეთა, რომ საეჭვო უბნები განმეორებით არ გადათვლილიყო. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.  ამავე თემში, უბნების...
კახეთში 8 საარჩევნო ოლქიდან ყველაზე მეტი წარმომადგენელი საკრებულოებში მმართველ პარტიას ეყოლება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.  წინასწარი მონაცემებით, "ქართულ ოცნებას” რეგიონის 8 საკრებულოში ეყოლება 182 წარმომადგენელი, "ნაციონალურ მოძრაობას” - 83, პარტიას "საქართველოსთვის" - 5, "ევროპულ საქართველოს" - 1, "ლელოს" -1, "სახალხო პარტიას" - 2, "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელს” - 1 და დამოუკიდებელი კანდიდატია- 1.
2021 წელს საქართველოში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება, ჯამში 22 მლრდ ლარამდე დახარჯავს. ქვეყნის ტერიტორიული დეცენტრალიზაციის დაბალი დონიდან გამომდინარე, 22 მლრდ-დან 19 მლრდ-ზე მეტს ცენტრალური ხელისუფლება დახარჯავს, ხოლო 3 მლრდ-მდე თანხას საქართველოს ყველა ადგილობრივი თვითმმართველობა (მუნიციპალიტეტი) ერთად. ინფორმაციას გამოცემა FORBES-ი ავრცელებს. მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის სიდიდეს ძირითადად მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა და საკუთარი შემოსავლები განსაზღვრავს. მოსახლეობის რაოდენობა გადამწყვეტი ფაქტორია, თუ რა თანხას მიიღებს მუნიციპალიტეტი...
თავისუფლების მოედანზე, დედაქალაქის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. ადგილზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაანონსებული აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულია სცენა. სწორედ ამ სცენიდან მიმართავენ პარტიის ლიდერები აქციაზე შეკრებილებს. ასევე დამონტაჟდება მონიტორი. ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები. მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება. აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება.
დიდ დიღომში, “გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 15 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე მირიან მეფის ქუჩიდან აღმაშენებლის ხეივნისკენ გამსვლელ გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 15 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე, მირიან მეფის ქუჩიდან აღმაშენებლის ხეივნისკენ გამსვლელ გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. პროექტის...
სირცხვილის დერეფანი მოვუწყვეთ "ნაციონალურ მოძრაობას" იმ უმსგავსოებების გამო, რაც მათ ჩაიდინეს თავიანთი მმართველობის პერიოდში, - ამბობს საკრებულოს წევრი ზაზა პროკოპენკო სამტრედიასთან, თბილისში მიმავალი აქციის მონაწილეების დახვედრაზე. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.  მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდი გამოირჩეოდა ადამიანთა წამებით, ტერორით, უფლებების უხეში დარღვევით. "ადამიანს ადამიანად არ თვლიდნენ და მე არ მინდა ასეთ ძალასთან რაიმე კომპრომისზე წავიდე და სასირცხვილო ძალაა, ამას კიდევ...
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის და ქუთაისში მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით ცოცხები დაურიგეს და გზაზე დააყანეს. მისი თქმით, თბილისისკენ მომავალმა კოლონამ სხვა გზა გაიარა. "ქუთაისში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით ცოცხები დაურიგეს და დააყენეს გზაზე. მართალია ჩვენ სხვა გზით მივდიოდით, მაგრამ მაინც რა საბრალოა ხელისუფლება 9 წლის შემდეგ მეტი არაფერის კეთება შეუძლიათ. ქუთაისი განთავისუფლდება ამ უღირსი მიდგომისგან. არავის, არავის აღარ მოუწევს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ