კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: მეორე ტურის შემდეგ თუნდაც საკრებულოში არ შევიდნენ ან პარლამენტიდან გავიდნენ, ასეთი ბოიკოტით ვეღარაფერს მიაღწევენ

276

მეორე ტურის დასრულების შემდეგ, შეიძლება ოპონენტების მხრიდან გამოსვლების მცირე მცდელობა იყოს, მაგრამ როდესაც დაინახავენ რეალობას, ბუნებრივია ისინი ისარგებლებენ იმ მანდატებით, რომლებიც მიღებული ექნებათ საკრებულოში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის ბოიკოტმა ფასი დაკარგა.

ბოიკოტმა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საერთოდ აზრი დაკარგა. თუნდაც საკრებულოში არ შევიდნენ ან პარლამენტიდან გავიდნენ, მათ ბოიკოტს აღარანაირი ფასი აღარ აქვს, არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში, ისინი ამით ვეღარაფერს მიაღწევენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.