გორი, საქართველოს 10 უმდიდრეს მუნიციპალიტეტებს შორისაა

826

2021 წელს საქართველოში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება, ჯამში 22 მლრდ ლარამდე დახარჯავს. ქვეყნის ტერიტორიული დეცენტრალიზაციის დაბალი დონიდან გამომდინარე, 22 მლრდ-დან 19 მლრდ-ზე მეტს ცენტრალური ხელისუფლება დახარჯავს, ხოლო 3 მლრდ-მდე თანხას საქართველოს ყველა ადგილობრივი თვითმმართველობა (მუნიციპალიტეტი) ერთად. ინფორმაციას გამოცემა FORBES-ი ავრცელებს.

მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის სიდიდეს ძირითადად მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა და საკუთარი შემოსავლები განსაზღვრავს. მოსახლეობის რაოდენობა გადამწყვეტი ფაქტორია, თუ რა თანხას მიიღებს მუნიციპალიტეტი ცენტრალური მთავრობის მიერ აკრებილი გადასახადიდან. კონკრეტულად კი დამატებული ღირებულების გადასახადიდან.

ამ მხრივ საქართველოს 10 უმდიდრეს მუნიციპალიტეტს შორის გორიცაა, რომელსაც მაღალი შემოსავალი და შესაბამისად, მაღალი ხარჯები აქვს. ამ 10 მუნიციპალიტეტის ხარჯების წილი ყველა მუნიციპალიტეტის ჯამურ ხარჯებში 65%–მდეა. საკანონმდებლო მაცნეს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი წილი 69 მლნ ლარითაა წარმოდგენილი. სიმდიდრით მას უსწრებს 4 მუნიციპალიტეტი: რუსთავი, ქუთაისი ბათუმი და თბილისი.