„ოცნების ქალაქში” , სადაც ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იმყოფებოდა.
როგორც მან განაცხადა, ოჯახები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.
„საბედნიეროდ მსხვერპლი არ გვყავს. ოჯახები დროებით გადაყვანილი იქნებიან შესაბამის უსაფრთხო ადგილას. “ოცნების ქალაქი” შენდება სწორედ იმიტომ, რომ რისკები და საფრთხის შემცველი გარემო ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას და ყველა აქ მცხოვრებ ოჯახს ჰქონდეს როგორც უსაფრთხო, ასევე ღირსეული საცხოვრებელი პირობები. ის პროექტი, რომელსაც ვაშენებთ, არც ერთი წამით და არც ერთი დღით არ გაჩერებულა. პირველი ფაზა წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაწყებულია მუშაობა მეორე ფაზაზე და ყველა აქ მცხოვრები ოჯახი, რომელსაც ესაჭიროება, იქნება დაკმაყოფილებული ბოლომდე, ბოლო ოჯახამდე” , – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.