ალოგიკურია შეფასება, რომ უმუშევართა რიცხვი იზრდება - ქვეყნის ეკონომიკური ზრდა გვაძლევს დამატებით სამუშაო ადგილებს, გვაძლევს იმას, რომ არსებულ სამუშაო ადგილებზე იზრდება ანაზღაურება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფში" ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, რომ ქვეყანა იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს დაუბრუნდეს, რომელიც საინვესტიციო გარემოსთვის არის მნიშვნელოვანი. "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებს ვერ დავეთანხმები ამ შეფასებაში,...
ბოლო კვირის მონაცემით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროდან მიაწოდეს. რაც შეეხება დაინფიცირების მაჩვენებელს, უწყების ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,6%-ს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, კვლავ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69%. „სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში განახლებასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,...
წინა სტატია ქუთაისის მერია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირით ადრე აანონსებს, რომ ასსაფეხურიან კიბეს რეაბილიტაციას ახლა ნამდვილად ჩაუტარებს. ამჯერად მერიამ 673 821 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა და გამარჯვებულიც უკვე გამოავლინა. კიბეებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "ბრიტანია ქონსთრაქშენი" შეასრულებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებოდნენ, რომ კიბეების რეაბილიტაციის თანხა ნამდვილად ჰქონდათ, სინამდვილეში ახლა რეკონსტრუქციისთვის საჭირო...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში სასმელი წყლის პრობლემა დღემდე მწვავედ დგას. დავით ქველაძე სოფელ წერეთელში, დაახლოებით, 25 წელია ცხოვრობს და წლებია წყლის ხარისხზე საუბრობს. ამბობს, რომ სასმელი წყალი ონკანიდან დაბინძურებული მოედინება და წვრილი ქვიშა მოჰყვება. ამის გამო კი ოჯახს წყალსაქაჩი შესაცვლელი ხშირად აქვს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. https://www.youtube.com/watch?v=pV44fDHP4o4&feature=emb_title ,,დაახლოებით ,25 წელია აქ ვცხოვრობთ.ამ ხნის განმავლობაში წყლის პრობლემა სოფელში სულ გვაქვს, სადღაც 2008...
ვინ არიან ადამიანები, რომლებიც გუშინ, "ქართული ოცნების" დავალებით, მშვიდობიან მომიტინგეებს გორთან ცოცხებით ხელში ხვდებოდნენ - "მთავარმა არხმა" გაარკვია, რომ ყველა მათგანი ან თავადაა საჯარო მოხელე, ან ბიუჯეტიდან ხელფასს მათი ოჯახის წევრები იღებენ. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ლია ოღაძე, ქვემო ჭალის გამგებლის მეუღლე, რომელმაც გარდა იმისა, რომ მედიას შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენა, საქართველოს დროშა ფეხქვეშ გათელა. ოღაძე დღეს "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს დაემალა, ოჯახის...
"მთავარმა არხმა" კონტრაქციაზე ცოცხებით მყოფი პირები გომბორზეც ამოიცნო. ისინი თელავის საკრებულოს წევრები და მათთან დაახლოებული პირები არიან. ცოცხებითა და ყავარჯნებით შეიარაღებულმა სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერებმა "ევროპული საქართველოს" წევრის, თეონა ნატროშვილის კუთვნილი სამარშუტო ტაქსიც დააზიანეს. "დააზიანეს ჩემი კუთვნილი ავტომობილი, რომელიც არის ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო. ისეთი დაზიანება აქვს, რომ ამ ეტაპზე "ტეხასმოტრსაც" ვერ გავატარებ. მიუღებელია რაც გააკეთეს, ვერ ვხვდები რატომ მომაყენეს ზაინი,...
სახიფათო კორპუსების ბუმი ბათუმში და გამოაშკარავებული სამშენებლო დარღვევები. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ფაქტია, რომ სანამ ქალაქში ტრაგედია არ დატრიალდა, მსგავს საკითხებზე საზოგადოება ხმამაღლა არ საუბრობდა. 26 მაისის ქუჩაზე სახლის ჩამონგრევის შემდეგ,  უკანონოდ თუ დაკანონებული უკანონობით მიშენებული, დაშენებული და საყრდენ გამოცლილი სახლების ემთხვევების გამოაშკარავება აქტიურად დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი, სიცოცხლისთვის საშიში, შენობა ტბელ აბუსერიძის 4 ნომერში მდებარე 9 სართულიანი კორპუსია....
საქათველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია GIZ-თან ერთად ახალ პროექტს იწყებს, რომლითაც ქვეყანა 190 ათასი ევროს გრანტს მიიღებს. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საგრანტო პროექტი რაჭის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების და მომსახურების შექმნას, განვითარებას და დივერსიფიკაციას მოიცავს. პროექტი ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას, შესაბამისი კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ კურსების ორგანიზებას და რეგიონული თემატური ფესტივალების, ასევე გასტრონომიული და...
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის მოწვევის საკრებულო ადიგენის მუნიციპალიტეტში 33 წევრით დაკომპლექტდება. N38 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ჯაბა მაჭარაშვილის თქმით, 24 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“, 9 კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა. „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოში შევლენ ყოფილი მერი, ზაქარია ენდელაძე და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, იმედა მღებრიშვილი. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. „სულ პარტიული სიით 22 მანდატი ეკუთვნის ადიგენის საკრებულოს. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 14...
წინა სტატია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის,  გიორგი წოწკოლაურის განმარტებით, სოფლის ამბულატორიების რეაბილიტაციისთვiს მუნიციპალიტეტებმა სამინისტროს უნდა მიმართონ, რაც შეეხება მედიკოსების ხელფასების მატებას, ეს საკითხი უკვე განიხილეს და მონაცემები ფინანსთა სამინისტროს გადაუგზავნეს. აღნიშნულ საკითხზე მინისტრის მოადგილემ ანტონ ობოლაშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ ისაუბრა. მაჟორიტარმა დეპუტატმა სამცხე–ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში არსებული ამბულატორიების მძიმე მდგომარეობასა და მედიკოსების დაბალ ხელფასზე 13 ოქტომბერს გააკეთა განცხადება. „გვინდოდა სახელფასო ბადის 25%–იანი მატება....
დევნილთა სააგენტო ბათუმში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღებას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ბათუმში, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილი ოჯახები განაცხადის გაკეთებას 27 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ. „იძულებით გადაადგილებული ოჯახებს განაცხადის შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ. განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე: ქუთაისი, ი. აბაშიძისგამზ....
ეს განცხადება, 2019 წელს ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის, მაშინდელმა ხელმძღვანელმა ეგარსლან ლომაძემ გააკეთა. ინტერვიუს მიხედვით 2020 წელს 19 ავარიული სახლის დემონტაჟი უნდა განხორციელებულიყო. გამომდინარე იქედან, რომ კომენტარი ზოგადია და კონკრეტული მისამართები დასახელებული არაა, უცნობია, რომელი შენობების ჩანაცვლება იგეგმებოდა. დღეს ადგილებს ვერც თავად ლომაძე იხსენებს. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. ბათუმის მერიის მიერ ავარიული სახლების დემონტაჟის პროგრამა 2019-20 წლებში უნდა...
"ავარიული სახლების პროგრამა" - ამ თემასთან დაკავშირებით ყოფილი მერი ლაშა კომახიძე ქალაქის მომავალ მერსა და საკრებულოს მიმართავს. კომახიძემ განცხადება "ფეისბუქში" გააავრცელა. Facebook პოსტს უცვლელად გთავაზობთ: "რვა ოქტომბრის ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. გლოვობს საქართველო. უპრეცედენტო შემთხვევამ რომელსაც ცხრა ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა როგორც საზოგადოებას ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებს მეტი ყურადღება დაუთმონ ამ სფეროში არსებულ პრობლემებს. ერთი მხრივ...
მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით მათ არცერთი დაპირება არ გაუმჟღავნებიათ და აქ იკითხება მათი გეგმები, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აინტერესებს არცერთი მუნიციპალიტეტის განვითარება. „მათ („ნაციონალურ მოძრაობას“) აინტერესებთ ის, რომ თუ სადმე მოვლენ, რომელიმე კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, ეს გამოიყენონ საკუთარი რევოლუციური ზრახვების განსახორციელებლად. მაგრამ ამის საშუალებას საზოგადოება მათ არ მისცემთ - ჩვენ,...
წინა სტატია შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ, თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ტექნიკური საშუალება მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც აძლიერებს როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს. ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით. როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი...
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით, პარტიიდან „გიორგი გახარია - საქართველოსთვის“ საკრებულოებში შესულ დეპუტატებთან კომუნიკაცია მიმდინარეობს. როგორც სუბარი აღიშნავს, ეს არ არის გადაბირება. „რომ ველაპარაკოთ ადამიანს, „ვისთანაც დადექი, რეალურად ჩაიდინა გუნდის ღალატი, ქვეყნის, სამართლის ღალატი და არ არის სწორი იქ დგომა, გადმოდი სწორ მხარეს“, - ეს გადაბირება არ არის. ბუნებრივია ველაპარაკებით, ეს არის პოლიტიკური პროცესი. თუ მათ უნდათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრან ალიანსი, შეკრან...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ