მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით მათ არცერთი დაპირება არ გაუმჟღავნებიათ და აქ იკითხება მათი გეგმები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აინტერესებს არცერთი მუნიციპალიტეტის განვითარება.
„მათ („ნაციონალურ მოძრაობას“) აინტერესებთ ის, რომ თუ სადმე მოვლენ, რომელიმე კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, ეს გამოიყენონ საკუთარი რევოლუციური ზრახვების განსახორციელებლად. მაგრამ ამის საშუალებას საზოგადოება მათ არ მისცემთ – ჩვენ, მშვიდი განვითარებისთვის სამი წელი გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.