მთავრობამ ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის სამთავრობო კომისია შექმნა. მთავრობის დადგენილებაში წერია, რომ კომისია საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების მიზნით შეიქმნა. ამასთან, კომისია ჯანსაღი ქალაქების საკითხებში საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს.
კომისიას ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს, ხოლო წევრები სხვადასხვა უწყების მინისტრების მოადგილეები არიან. დადგენილების თანახმად, კომისია კვარტალში ერთხელ უნდა შეიკრიბოს.
მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაში ასევე წერია, რომ დაავადებათა კონტროლისა და...
როგორ ხვდება ქვეყანა ზამთრის სეზონს? რამდენად მაღალია ბუნებრივი აირის აფეთქების რისკები თბილისსა და რეგიონებში? ამ შეკითხვებს გადაცემა "საქმის კურსში" ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა გასცა პასუხი.
როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქი ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება, რადგან შესაბამისი სამუშაოების შედეგად რისკები მაქსიმალურად შემცირებულია, თუმცა მისივე თქმით, შედარებით რთული ვითარებაა რეგიონებში. სწორედ ამიტომ „სემეკის“ ჩართულობით მალე რეგიონული გამაფრთხილებელი აქციები დაიწყება, რათა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასთან ერთად...
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის შემცველი სააგიტაციო მასალის განთავსების პრევენციასთან დაკავშირებული „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ ორგანული კანონის პროექტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განხილვა დაიწყება.
„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილება ითვალისწინებს სტაბილური ტერიტორიული განთავსების ტექნიკური საშუალების (მაგალითად - სტენდის, შენობა-ნაგებობის ფასადის, სხვა უძრავი ნივთის/კონსტრუქციის) გამოყენებით ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ფარგლებში მოძრავ სატრანსპორტო...
ვაკის მეორე ოლქში ,,ქართული ოცნების” სიმბოლიკით და საარჩევნო ნომრის მქონე პირბადით მისვლის გამო პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდა.
კახა კუჭავას ადვოკატის სალომე გულუას განმარტებით, კუჭავას მხრიდან აღნიშნული პირბადის გაკეთება მიზანმიმართული წინასაარჩევნო აგიტაციის ქმედება არ იყო და მექანიკურად მოხდა.
„ბატონ კახას ეკეთა პირბადე რეგულაციების გამო, მის პირბადეზე აღნიშნული იყო ,,ქართული ოცნების” ლოგო და საარჩევნო სუბიექტის რიგითი...
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და კიდევ ერთხელ გააცნო საარჩევნო პროგრამის მთავარი მიმართულებები.
კახა კალაძემ ასევე ისაუბრა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე.
„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რას პირდება კახა კალაძე ქალაქს, რისი გაკეთება სურს, როგორ წარმოუდგენია ქალაქის განვითარება და როგორი წარმოუდგენია თბილისი ოთხი წლის შემდეგ. მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ბევრი ვისაუბრეთ ამ ყველაფერზე. ვსაუბრობდით მომავალზე, არსებულ...
წინა სტატია
ბატონ მელიას ისიც ვერ გაურკვევია, რომ სკოლები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის, ეს არის განათლების სამინისტროს საქმე, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებას, რომ სკოლებში კვება უფასო უნდა იყოს.
როგორც კალაძე აღნიშნავს, აღნიშნული განცხადება ტყუილი დაპირებაა.
"ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ბატონ მელიას ისიც ვერ...
„ნაციონალურ მოძრაობას“ არცერთ საკრებულოში არ აქვს უმრავლესობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, რაც ნიშნავს, რომ „ასევე მოგებული გვექნება მათივე გამოცხადებული ე.წ რეფერენდუმი“.
„ნაციონალურ მოძრაობას“ არც ერთ საკრებულოში არ აქვს უმრავლესობა. საბოლოო ჯამში ყველგან მოვახერხებთ სტაბილური უმრავლესობის ფორმირებას.
პირველი - რაც შეეხება საბოლოო დასრულებას, ამისათვის საჭიროა 30 ოქტომბერს ამომრჩევლის...
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში მტკვარ-არაქსის კულტურის ნიმუშები აღმოაჩინეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
არქეოლოგიური გათხრები მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა მკვიდრმა, ბადრი დევიძემ საკუთარ ნაკვეთში, მიწის ხვნის დროს, უცნაური ნივთები იპოვა.
საქმეში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის წარმომადგენები ჩაერთვნენ. პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ჯგუფმა ქვემო ნიქოზში არქეოლოგიური გათხრები დაიწყეს.
გათხრები მიმდინარეობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გორის სახელმწიფო სასწავლო...
მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ზაურ ქარამოვის განაცხადებით, 2022 წლიდან ბაღის პერსონალის ხელფასების მომატება იგეგმება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„ჩვენ გვქონდა ტრადიცია, რომ ყოველწელს ემატებოდა ხელფასი, მაგრამ პანდემიის გამო ეს შეჩერდა. მომავალში გავაგრძელებთ ამ ტრადიციას ისე, როგორც იყო ადრე. დანამატის მიცემაც ტრადიცია იყო. იყო წელი, როდესაც თანამშრომლებმა ორი დანამატიც აიღეს, მაგრამ ახლა პანდემიის გამო სახლში იყვნენ თანამშრომლები და ამიტომ მარტო ხელფასს...
შემდეგი სტატია
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტურამდე ორი კვირით ადრე დედაქალაქის ქუჩებში ახალი სარეკლამო ბანერები გამოჩნდა, რომელზეც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას წინასაარჩევნო დაპირებაა გამოსახული – "უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში". ინფორმაციას ტაბულა ავრცელებს.
როგორც ენმ-ში განმარტავენ, გეგმა დედაქალაქის საჯარო სკოლების აბსოლუტურად ყველა მოსწავლეზეა გათვლილი, მიუხედავად მათი სასკოლო ასაკის, სოციალური სტატუსისა და ეკონომიკური მდგომარეობისა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გეგმის თანახმად, თბილისში...
საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები კანონიერ ძალაში შესული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების და ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით შეაჯამეს. ინფორმაციას გამოცემა "ჩემი ხარაგაული" ავრცელებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის საკრებულო 33 წევრიანია.
მათ შორის 11 მაჟორიტარული, ხოლო 22 – პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატია.
ხარაგაულის საკრებულოში, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, ოთხი პარტიის წარმომადგენლები იმუშავებენ.
ბესიკ კვირიკაშვილი – დაბა ხარაგაულის მაჟორიტარი;
კიაზო გამრეკელაშვილი – კიცხი-ფარცხნალის...
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში, უდიური თემის პირველი წინამძღოლისა და სოფლის დამაარსებლის სკულპტურა დადგეს.
ზინობი სილიკაშვილის სკულპტურის დადგმასა და მის შესახებ საინფორმაციო დაფის განთავსებას სოფლის მოსახლეობა, რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდა. ადგილობრივების ინიციატივით, ორგანიზაცია “სამოქალაქო დარბაზი” სკულპტურისათვის საჭირო თანხას, რამდენიმე თვის განმავლობაში აგროვებდა.
ამავე კამპანიის ფარგლებში, სოციალურ ქსლში გვერდიც შეიქმნა, სადაც უდიების ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და ზინობი სილიკაშვილის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება.
სკულპტურის დადგმის ცერემონიალს...
ბორჯომის საოლქომ კენჭისყრის საბოლოო შედეგები შეაჯამა, საკრებულოს 33 ახლადარჩეული წევრიდან 24 მმართველი პარტიიდანაა.
საკრებულოში პროპორციული სიით 14 დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ შევიდა, ექვსი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ერთი „გახარიას საქართველოდან“ და ერთი „პატრიოტთა ალიანსიდან“.
რაც შეეხება მაჟორიტარულ სიას, მმართველი პარტიიდან საკრებულოში 10 მაჟორიტარი, ხოლო ერთი ენმ–დან შედის.
N41 „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“
დავით ზაალიშვილი
გიორგი ფერაძე
მაკა მანჯავიძე
მამუკა ხითარიშვილი
ლევან თედიაშვილი
სალომე თედელური
რევაზ ლაშხი
ჯუმბერ კურტანიძე
ქეთევან გრიგალაშვილი
დავით შონია
ივანე შალუტაშვილი
ხათუნა ხარაზიშვილი
ივანე ბორტიშვილი
ანზორ სვანიძე
N25 „გახარია...
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ბორჯომის N4 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 191 404 ლარია.
ტენდერი ამჟამად ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა. რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „სი ემ დი ფორტექსი“ 1 744 998 ლარად შეასრულებს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 25 აგვისტოს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 18–23 სექტემბრამდე იყო შესაძლებელი. სარემონტო სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 11 თვეში უნდა შესრულდეს.
დაბა ასპინძაში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ახალი დასახლებისა და სანაპიროს ქუჩებზე დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი და მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს "საგზაო სამშენებლო საამმართველო N2". შიდა გზებს, რეაბილიტაცია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ჩაუტარდა.
თელავში არსებულ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებზე უკანონო და თვითნებური მიშენებების სიმრავლეა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მიშენებები არამარტო ქალაქის იერსახეს ამახინჯებს არამედ, შესაძლოა, რომ ის იქ მცხოვრებლებისთვის საფრთხის შემცველიც იყოს.
უკანონო ან თვითნებური მშენებლობების კონტროლს არავინ ახდენს. თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ კი აღნიშნულ საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































