თელავში არსებულ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებზე უკანონო და თვითნებური მიშენებების სიმრავლეა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მიშენებები არამარტო ქალაქის იერსახეს ამახინჯებს არამედ, შესაძლოა, რომ ის იქ მცხოვრებლებისთვის საფრთხის შემცველიც იყოს.
უკანონო ან თვითნებური მშენებლობების კონტროლს არავინ ახდენს. თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ კი აღნიშნულ საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა.