2021 წლიდან, სწავლის გადასახადის დაფინანსება ორჯერ მეტი სტუდენტისთვის არის შესაძლებელი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „2018-2020 წლებში 3 500-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის სემესტრული საფასური. 2021 წელს ჩვენ გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ დაფინანსების წესში და შეიძლება, ითქვას, რომ გავაორმაგეთ დასაფინანსებელთა რაოდენობა. გარდა ამისა, წარჩინებული მაგისტრანტებისთვის გვაქვს მერიის სემესტრული სტიპენდია, რომელიც 2018-2020 წლებში 900-მდე სტუდენტმა მიიღო....
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, თბილისის სამარშრუტო ტაქსების კომპანიამ რეკლამის განთავსებაზე მათ ხელშეკრულება გაუუქმა. როგორც ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, შაბათი დღიდან სამარშრუტო ტაქსებზე განთავსდა სარეკლამო ბანერი, რომელზეც თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას დაპირებები იყო განთავსებული. "გაწყვიტეს და შემოგვითვალეს, რომ ეს დაპირებები აღარ იქნება განთავსებული სამარშრუტო ტაქსებზე", - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ხაბეიშვილი ხაზგასმით ამბობს,...
ცესკომ 30 ოქტომბერს დაგეგმილი მეორე ტურისთვის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, არჩევნების ჩატარების ორგანიზება 11.65 მილიონი ლარი ჯდება. უფრო დეტალურად ბიუჯეტი ასე ნაწილდება: სულ ხარჯები - 11,653,000 ლარი; მათ შორის შრომის ანაზღაურება - 7,135,000 ლარი; მათ შორის საქონელი და მომსახურება - 3,017,000 ლარი; სხვა ხარჯები - 1,501,000 ლარი. 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება 5 თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, ფოთში, რუსთავში, ქუთასსა და ბათუმში...
ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი “მთავარ არხს” სასამართლოში უჩივის. იოსებ ხახალეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ის სარჩელს ტელევიზიის, მისი დირექტორის და ჟურნალისტ ეკა გაგუას წინააღმდეგ შეიტანს. ხახალეიშვილის თქმით, საჩივრის მიზეზი ცილისმწამებლური მასალების მომზადება და გავრცელება გახდა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის თქმით, ინფორმაცია მისი სუს-ის აგენტობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ხახალეიშვილი მორალური ზიანის კომპენსაციისთვის, სიმბოლურად 55 555 ლარს ითხოვს, რომელიც მისი თქმით, საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სექტემბრის თვის ბოლო მონაცემების თანახმად, კორონავირუსით გარდაცვლილ პირებს შორის ორჯერადად აცრილი 23 პირია. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, მიმდინარე თვის ბოლოს გამოქვეყნდება ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იქნება ორჯერადად აცრილებში ინფიცირების რამდენი შემთხვევა გვაქვს, ასევე ჯამში რამდენი ორჯერადად აცრილი პაციენტია გარდაცვლილი.
თბილისის საკრებულომ თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილა. სარეზერვო ფონდში გადამისამართდა თბილისობისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარი. ეს თანხა დღესვე გადაირიცხება ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის შექმნილი ფონდის ანგარიშზე. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „ეს არის თბილისის და თბილისელების თანხა და ვინაიდან თბილისი არასოდეს გამდგარა განზე ასეთ დროს, ეს თანხაც იქნება ბათუმისადმი გამოხატული მხარდაჭერის, გვერდში დგომისა და თანაგრძნობის ერთგვარი გამოხატულება...
ფოთში, ხუთი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და მოადგილე გადადგა. მათ დააწერინეს განცხადება ოჯახური მიზეზების, თუ ჯანმრთელობის გაუარესების გამო. რეალურად კი მიზეზი არის ის, რომ მათ არ შეასრულეს ,,ქართული ოცნების“ დაკვეთა, ან ვერ შეასრულეს და შესაბამისად ვერ მიაღწიეს იმ მიზანს რაც დაუსახა "ქართულმა ოცნებამ“ და სუს-მა, - ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა. როგორც...
თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ფურცელაძის N16–ში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ფოტომასალა წარმოადგინა, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ფურცელაძის ქუჩაზე მდებარე შენობა და როგორ გამოიყურება ის რეაბილიტაციის შემდეგ. „კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ფურცელაძის ქუჩაზე ისტორიულ შენობა-ნაგებობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. იცით ჩვენი დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ. როგორც მოგეხსენებათ,...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ უწყებათშორის საბჭოს ამ ეტაპზე ახალი შეზღუდვების დაწესება გამოსავლად არ მიაჩნია. „საბჭოს პოზიცია არის ის, რომ დაწესებული შეზღუდვების აღსრულება მაქსიმალურად გამკაცრდეს. ოდნავი მატება გვაქვს პირბადის გამოყენების მაჩვენებელში - 47%-ზე ვართ ასული და ეს კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს. მონიტორინგი დაწესებულ რეგულაციებზე იქნება მაქსიმალურად მკაცრი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე, რომ ინფიცირებულთა...
23 ოქტომბრიდან, დედაქალაქში დამატებით, 54 ახალი მიკროავტობუსი და ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი 38 ავტობუსი იმოძრავებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, უახლოეს დღეებში დაგეგმილი სიახლეებისა და ახალი მარშრუტების ამოქმედების შესახებ ისაუბრა. „ეს არის ევროპული ტიპის, თავისი გაგრილება-გათბობის სისტემით აღჭურვილი ტრანსპორტი. მე პირობა მივეცი თბილისელებს, რომ წლის ბოლომდე, არცერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი არ...
თბილისელებს წარვუდგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა - ავარიული სახლების ჩანაცვლება. მთელი 2 თვის განმავლობაში ვსაუბრობთ ამაზე და არავინ არ დაინტერესებულა, როდესაც უბედურება მოხდა, მაშინ ყველა გამოვიდა, ნახეთ რა ხდება, როგორი შენობები გვაქვს ქალაქშიო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, თბილისში 10 000-მდე ავარიული შენობაა და მერიის პროგრამით, მოსახლეობის მიმართვის შემთხვევაში, სახლების განახლება მოხდება ისე, რომ იქ მცხოვრებ...
ახალი პროგრამის მიხედვით, სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ, რათა ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტის შეძენა შეძლონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ვაუჩერი ისეთ მედიკამენტებს შეეხება, რომელიც გულ-სისხლძარღვთა, ქრონიკული დაავადებების მკურნალობას ესაჭიროება. ასევე, პროგრამის მიზანი იქნება ტკივილგამაყუჩებელი წამლების შესაძენად პენსიონერთა დახმარება. „ეს მხარდაჭერა ბიუჯეტს დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაუჯდება. ამ პროგრამით 40 000 სოციალურად დაუცველი...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საიმედო პროგნოზი არ არის და ხისტი გადაწყვეტილებებია საჭირო. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საკოოდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გაიცა დავალება, რომ გარკვეული გადაწყვეტილებების თაობაზე პაკეტი მომზადდეს. „პროგნოზი არ არის საიმედო. დღესაც გაიცა დავალებები, რომ მომზადდეს შემდგომი გადაწყვეტილებების პაკეტი. გეთანხმებით, რომ ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება. რა იქნება ეს, ამას საკოორდინაცო საბჭო გადაწყვეტს“, - განაცხადა გამყრელიძემ. მან ასევე დაადასტურა,...
გრიპზე ვაქცინაცია დაწყებულია, მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს საცხოვრებლის მიხედვით შეუძლიათ პოლიკლინიკებში გრიპზე აიცრან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ გრიპის საწინააღმდეგო 200 000 ვაქცინა შეისყიდა. სახელმწიფოს მიერ შესყიდული 200 ვაქცინა განკუთვნილია შემდეგი ჯგუფებისთვის - ორსული ქალბატონები, დიალიზზე მყოფი პირები, შაქრის დიაბეტით დაავადებული მოქალაქეები, მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფი პირები, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში...
წინა სტატია თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე პოპულისტურს უწოდებს მისი კონკურენტის, ნიკა მელიას შეთავაზებას ღია დებატებთან დაკავშირებით. "მაშინ, როცა დებატებიდან გარბის, სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება; მაშინ, როცა მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ჩემი ლანძღვით, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებული, არანაირი ხედვა, არანაირი საარჩევნო პროგრამა თბილისთან დაკავშირებული არ წარმოუდგენიათ, ახლა გაახსენდათ დებატები?! არჩევნებამდე რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი?! რამდენიმე დღეა, ორი დაპირება გააჟღერეს და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ