კალაძე მელიას: ახლა გაახსენდათ დებატები? ეს არის პოპულისტური განცხადება

250

წინა სტატია

თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე პოპულისტურს უწოდებს მისი კონკურენტის, ნიკა მელიას შეთავაზებას ღია დებატებთან დაკავშირებით.

“მაშინ, როცა დებატებიდან გარბის, სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება; მაშინ, როცა მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ჩემი ლანძღვით, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებული, არანაირი ხედვა, არანაირი საარჩევნო პროგრამა თბილისთან დაკავშირებული არ წარმოუდგენიათ, ახლა გაახსენდათ დებატები?! არჩევნებამდე რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი?! რამდენიმე დღეა, ორი დაპირება გააჟღერეს და ისიც ძალიან დიდი ტყუილი. აი, ეს არის ჩემი პასუხი“, – ამბობს კახა კალაძემ პირველ არხთან მიცემულ კომენტარში.

დღეს, 19 ოქტომბერს მელიამ კალაძეს ღია დებატები შესთავაზა. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ თბილისის პრობლემებზე ისაუბროს, კალაძე “ზიზღის კამპანიაში გადაეშვა”. აღსანიშნავია, რომ იგივე პრეტენზია ჰქონდა კალაძეს მისი კონკურენტების, მათ შორის, ნიკა მელიას მიმართაც და ამბობდა, რომ წინასაარჩევნო პროგრამის ნაცვლად ის რეფერენდუმზე საუბრობდა.