ამირან გამყრელიძე: სექტემბრის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილ პირებს შორის ორჯერადად აცრილი 23 პირია

225

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სექტემბრის თვის ბოლო მონაცემების თანახმად, კორონავირუსით გარდაცვლილ პირებს შორის ორჯერადად აცრილი 23 პირია.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, მიმდინარე თვის ბოლოს გამოქვეყნდება ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იქნება ორჯერადად აცრილებში ინფიცირების რამდენი შემთხვევა გვაქვს, ასევე ჯამში რამდენი ორჯერადად აცრილი პაციენტია გარდაცვლილი.