არჩევნების მეორე ტური 11.7 მილიონი ლარი ჯდება

269

ცესკომ 30 ოქტომბერს დაგეგმილი მეორე ტურისთვის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, არჩევნების ჩატარების ორგანიზება 11.65 მილიონი ლარი ჯდება.

უფრო დეტალურად ბიუჯეტი ასე ნაწილდება:

სულ ხარჯები – 11,653,000 ლარი;
მათ შორის შრომის ანაზღაურება – 7,135,000 ლარი;
მათ შორის საქონელი და მომსახურება – 3,017,000 ლარი;
სხვა ხარჯები – 1,501,000 ლარი.

30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება 5 თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, ფოთში, რუსთავში, ქუთასსა და ბათუმში – კანდიდატები;

მეორე ტური ასევე გაიმართება 15 თვითმმართველ თემში – კანდიდატები;

მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში – კანდიდატები.