ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის შეფასებით, სკოლები შიდა დონეზე ახერხებენ ინფექციის გავრცელების მართვას, რაც თამარ გაბუნიას თქმით, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სწავლა კვლავ საკლასო ოთახებში გაგრძელდეს.
საქმე ის არის, რომ ამ ეტაპისთვის, ვირუსის გავრცელების გამო, 150 სკოლა და 400-მდე ინდივიდუალური კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.
„ჯამურად, მასწავლებელთა ვაქცინაციის მაჩვენებელი 65%-მდე აღწევს, ზოგიერთ სკოლაში აცრების მაჩვენებელი მაღალია, ზოგიერთში - შედარებით დაბალი. საერთო მაჩვენებელი ცუდი არ არის,...
ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, კერძოდ კი ისპანის ტორფნარზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ადგილზე დაგეგმილია გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯებისა და ავტოპარკინგის მოწყობა.
ზღვიდან 500 მეტრში მდებარე ისპანის ტორფნარი სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც ბიომრავალფეროვნების კუთხით მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს წარმოადგენს.
წელს კინტრიშის, მტირალას და კოლხეთის ეროვნულ პარკებთან ერთად UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ხუნევის საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის აგებასა და „დევების“ სკვერის რეაბილიტაციას საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით გეგმავს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ევროკავშირისგან მხარდაჭერილი კონკურსის პირველ ეტაპზე ეს ორი იდეა იდეა იმერეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ მოიწონა. შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ორივე იდეისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდა.
ხარაგაულის მერის მოადგილის, დავით დევდარიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხუნევის საბავშვო ბაღის პროექტს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლომდე წარუდგენენ.
„საბავშვო ბაღის პროექტმა...
ამიერიდან მოქალაქეებს გურჯაანიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილება ზიარის შემოვლითი გზით უფრო მოკლე დროში შეეძლებათ. მუნიციპალიტეტის ცენტრამდე მგზავრობა კომფორტული გახდა კაჭრეთის ზონის 10 სოფლის მოსახლეობისთვისაც.
4- მილიონიანი პროექტის ფარგლებში, ზიარის გზის 7-კილომეტრიან მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და წლების განმავლობაში ამორტიზებულ სავალ ნაწილზე ასფალტი დაიგო. გარდა ამისა, თითქმის დასრულდა გურჯაანის კულტურის და დასვენების პარკის მშენებლობა. ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ბათუმის 35 წევრიან საკრებულოში ძირითად სიტყვას ოპოზიცია იტყვის. 19 საერთო მანდატით 3 დეპუტატი გახარიას პარტიას, 1 კი - "ლელოს" ეკუთვნის, შესაბამისად სწორედ ყოფილი პრემიერის გუნდზეა დამოკიდებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში "ქართული ოცნების" 16 დეპუტატის მხარეს იქნებიან თუ „ნაციონალური მოძრაობის“ 14-ის. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
პარტია „საქართველოსთვის“ ოპონენტებს კონსულტაციებს სთავაზობს, რათა საზოგადოების საჭიროებები ერთად მოაგვარონ. კოალიციური მმართველობის მომხრეა "ნაციონალურ მოძრაობა", თუმცა, პარტიებთან...
სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი კიდევ ერთი შენობა ბათუმში. ზურაბ ბერიძის 14 ნომერში მდებარე საცხოვრისი ამორტიზებულია. დეფორმირებულია სახლის ჭერი, იატაკი და კედლები. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, მოქალაქეები პირველ სართულზე ფართების მოსაწყობად ნებართვებს თავისუფლად იღებენ. ანგრევენ და აშენებენ ისე, როგორც ეს თავად უნდათ. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
შექმნილი სურათის შესახებ კარგად იციან ბათუმის მერიას, თუმცა იმისთვის, რომ საცხოვრებელ ბინაში შეხვიდეთ, კარის გაღებას დიდი ძალისხმევა...
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, მათი მოთხოვნით, სასამართლომ წალკის მერობის კანდიდატი და საარჩევნო კომისიის წევრები 2000-2000 ლარით დააჯარიმა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წალკის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ილია საბაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ განთიადის მოსახლეობასთან აგიტაციას ახორციელებდა 29-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის წევრების მონაწილეობით.
„წალკის მუნიციპალიტეტში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატმა მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარი და საარჩევნო კოდექსის 48-ე...
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ინფიცირების მზარდი მაჩვენებლები და ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. აღინიშნა, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა პროცესს მართავს.
ამასთანავე, აქტიური შემთხვევების მზარდი რაოდენობა განსაკუთრებულ ყურადღებას და მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვას მოითხოვს.
ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ინფიცირების რაოდენობა განსაკუთრებით მზარდია იმ რეგიონებში, სადაც ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი დაბალია, შესაბამისად, აცრების ტემპის...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები პირდაპირ შესყიდვებს ახლადარჩეული მერის კობა ლურსმანაშვილის ძმას უფორმებენ. ინფორმაციას ინფო იმერეთი ავრცელებს.
ifactimereti.ge-ს ინფორმაციით, ზურაბ ლურსმანაშვილმა, როგორც ინდ.მეწარმემ, 2016 წლიდან დღემდე, ხარაგაულის ბიუჯეტიდან 48,425 ლარი მიიღო.
მასთან გამარტივებული წესით, ანუ უკონკურსოდ აქვს დადებული კონტრაქტები ააიპ ხარაგაულდასუფთავებას, ააიპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას, ააიპ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს და მხარის ყოფილი მაჟორიტარის კობა ლურსმანაშვილის ბიუროს. მისგან, ძირითადად, ავტონაწილებსა და...
პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, არჩევნების შედეგებამდე ჩრდილოვანი კაბინეტების დაანონსება სერიოზულად არ მიაჩნია.
„ყველა ჩემი კოლეგის მოსაზრებას პატივს ვცემ, მაგრამ ვიდრე არჩევნები არ არის მოგებული, ასეთი ტიპის ჩრდილოვანი კაბინეტების დაანონსება არ მიმაჩნია სერიოზულად. ესეთი რამ ერთხელ უკვე იყო, დაახლოებით ივნისში, მახსოვს, საუბარი იყო ჩრდილოვან კაბინეტზე. მაშინ უნდა დაწყებულიყო უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, რომელსაც წინასწარ ვიცოდით, რომ ოპოზიცია ვერ მოიგებდა და...
სამწუხაროდ, კახა კალაძემ დებატებზე უარი თქვა. ერთ-ერთ მიზეზად ჩემი მხრიდან მისი ოჯახის შეურაცხყოფა დაასახელა. არასდროს არ მიმიყენებია მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის პერსონალური შეურაცხყოფა, ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია სოცალურ ქსელში წერს.
ნიკა მელიას თქმით, ის თბილისის პრობლემებზე საუბრობს და არა პერსონალურ საკითხებზე.
„სამწუხაროდ, კახი კალაძემ დებატებზე უარი თქვა. ერთ-ერთ მიზეზად...
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ ჩრდილოვან კაბინეტთან დაკავშირებით საუბარი მათთვის საინტერესო არ არის. ბუჩუკურის თქმით, ჩრდილოვანი კაბინეტის შინაარსი არ ესმის და რომც ახსნან, არავისთან ალიანსს არ აპირებენ.
„მე პირადად, ჩრდილოვანი კაბინეტის შინაარსი არ მესმის, არ ვიცი, შეიძლება, ახსნან კიდეც მომავალში. მეორე ის, რომ არჩევნები არ დასრულებულა და მეორე ტურები წინ გვაქვს. მაგალითად, ჩვენი ერთი კანდიდატი ცაგერში იბრძვის და...
დედაქალაქის ბიუჯეტი მილიონ 350 ათასი ლარით იზრდება და მისი მოცულობა 1 228 326,9 ათას ლარს შეადგენს. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის გაზრდას მხარი დაუჭირეს. საკითხი საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. მან დეტალურად ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომელზეც გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდა.
დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა...
"გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ცოტნე კობერიძე აცხადებს, რომ თბილისის ე.წ. ჩრდილოვან, კოალიციურ მთავრობაში ის ვიცე-მერობის კანდიდატი იქნება.
„გირჩის“ პოზიცია ამ კოალიციაში შეთანხმებულია ჯერ კიდევ პირველი ტურების წინ. მე ვიცე-მერობის კანდიდატი ვარ და მე ვიქნები ვიცე-მერი, პირველი მოადგილე, რასაც ჰქვია. „გირჩთან“ მიმართებით ეს შეთანხმება უკვე დიდი ხანია, მიღწეულია. არის სხვა თანამდებობები, რომლებსაც სხვა პარტიის წევრები, ოპოზიციურად განწყობილი წევრები კოალიციურად გადაინაწილებენ....
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მზად არის, ითანამშრომლოს პარტია „საქართველოს“ მერობის კანდიდატ გიორგი გოგუაძესთან.
როგორც ხატია დეკანოიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის მერობის კანდიდატი ძალიან ჭკვიანი და მოტივირებული ახალგაზრდაა.
„ადგილობრივი ქუთაისელი, კარგი ადამიანია, პოლიტიკურად სიმპათიური. ამას ახლა არ ვამბობ მეორე ტურის წინ, ეს მე მანამდეც აღვნიშნე. შესაბამისად, ასეთი ადამიანები თუ იქნებიან ქალაქის მმართველობაში ჩართულები, მე პოზიტიური...
2022 წლიდან ოჯახები, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქში დაახლოებით, 400 უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახი ცხოვრობს.
„მომავალი წლიდან არც ერთი თბილისელი ბინის გარეშე არ დარჩება. პოლიტიკამ იმდენად შეჭამა სოციალური საკითხები, ბევრ ადამიანს ეს პრობლემა არც კი ახსოვს. მე ვალდებული ვარ, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































