ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, კერძოდ კი ისპანის ტორფნარზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ადგილზე დაგეგმილია გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯებისა და ავტოპარკინგის მოწყობა.
ზღვიდან 500 მეტრში მდებარე ისპანის ტორფნარი სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც ბიომრავალფეროვნების კუთხით მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს წარმოადგენს.
წელს კინტრიშის, მტირალას და კოლხეთის ეროვნულ პარკებთან ერთად UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.