გურჯაანი-ზიარის გზის და პარკის მშენებლობა სრულდება

369

ამიერიდან მოქალაქეებს გურჯაანიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილება ზიარის შემოვლითი გზით უფრო მოკლე დროში შეეძლებათ. მუნიციპალიტეტის ცენტრამდე მგზავრობა კომფორტული გახდა კაჭრეთის ზონის 10 სოფლის მოსახლეობისთვისაც.

4- მილიონიანი პროექტის ფარგლებში, ზიარის გზის 7-კილომეტრიან მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და წლების განმავლობაში ამორტიზებულ სავალ ნაწილზე ასფალტი დაიგო. გარდა ამისა, თითქმის დასრულდა გურჯაანის კულტურის და დასვენების პარკის მშენებლობა. ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.