თბილისი-სენაკი-ლესელიძის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ194-კმ200 მონაკვეთებზე დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის შეკეთების სამუშაოები, რის გამოც 21 ოქტომბრის 20:00 სთ-დან 22 ოქტომბრის 02:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ ვაქციანციის წახალისების ისეთ გზებს, როგორიც ლატარიაა მედია არასათანადოდ აშუქებს. „საქმიანი დილის“ ეთერში იმნაძემ საზოგადოებაში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კომუნიკაციის დაწყების ვადებზე საუბარს, ჯობია, საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხები გავცეთ. „(აცრის) წახალისების ისეთი ფორმები, იგივე ლატარია, სამწუხაროდ, მედიით არ შუქდება ხოლმე, იგივე გამარჯვებულები... ყოველდღეა 20 კაცი გამარჯვებული და ყოველ შაბათს...
დღეს ჩამოვედით სამეგრელოში და ვხვდებით ჩვენს პარტიას, შტაბებს. მაქსიმალური მობილიზება გვაქვს გამოცხადებული, იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც გაიმართება მეორე ტურები, მოვიგოთ დამაჯერებლად და დიდი სხვაობით. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ოცივე მუნიციპალიტეტში გამარჯვებაა მთავარი მოტივაცია, რათა ქვეყანამ დაისვენოს, დამშვიდდეს და რეალურად გადავიდეს განვითარებასა და პროგრესზე. „ძალიან კარგი...
გორში, სადგურის ხიდთან ავტოსამრეცხაო აღარ იფუნციონირებს. მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფართებს დემონტაჟი ჩაუტარდა. გორის მერის ინფორმაციით, მეპატრონემ, ვისაც ეს ტერიტორია ეკუთვნის სავაჭრო ცენტრის მშენებლობა გადაწყვიტა, რაზეც შესაბამისი ნებართვაც მიიღო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “ავტოსამრეცხაოები ვისიც იყო იმ პიროვნებამ გადაწყვიტა გახსნას სავაჭრო ცენტრი. მართლაც უსახური იყო ეს ტერიტორია. ჩვენ გავეცით ნებართვა, რომ მანდ უნდა იყოს კომერციული ობიექტი, მანამდე კი უნდა მომხდარიყო არსებული...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი 10 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყო გრუნტის საფარი და ლითონის თვალამრიდები. პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარებს ფონდმა განახორციელა. ცნობისთვის, ტენდერი 1 წლის წინ გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 11 928 092 ლარს შეადგენდა.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავში მერობის კანდიდატს და პარტიის მხარდამჭერებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ღარიბაშვილმა განაცხადა, ნინო ლაცაბიძე არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. “რუსთავში გაიმარჯვებს ჩვენი ღირსეული კანდიდატი ნინო ლაცაბიძე. ძალიან მარტივი მოცემულობაა რუსთავში, ერთის მხრივ, ჩვენ გვყავს კანდიდატი, რომელიც გამორჩეულია თავისი პროფესიონალიზმით, განათლებითა და წესიერებით და მეორე მხარესაა ყველასთვის ცნობილი ბანდიტი, მძარცველი და კრიმინალი...
წინა სტატია ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ეს არის სამარცხვინო - ასე გამოეხმაურა ​''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი, ბათუმის მერობის კანდიდატის, არჩილ ჩიქოვანის ბრიფინგს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. რეზო ხარაზი დღეს, პროკურატურის შენობასთან მივიდა და განაცხადა, რომ მოთხოვნის მიუხედავად, კონკრეტულ საქმეებზე წერილობითი პასუხები  ამ დრომდე არ მიუღიათ. ''27 სექტემბერს ჩვენ მივმართეთ აჭარის პროკურატურას, რომ მოეცათ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე კონკრეტული პასუხები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბათუმის...
პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს და ამომრჩეველს ქალაქის განვითარების ოთხწლიან გეგმას დეტალურად აცნობს. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჯერად, მან შეხვედრა სტუდენტებთან გამართა და მოუწოდა, თბილისის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროცესებში აქტიურად ჩაერთონ. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპონენტებისგან განსხვავებით, „ქართულ ოცნებას“ ქალაქის განვითარების სწორი ხედვა და მიმართულება აქვს. „ერთადერთი კანდიდატი ვიყავი,...
გუშინდელი კოალიცია, ეს არის ჩვეულებრივი "ნაციონალური მოძრაობა" დაშლილი და შეერთებული - სასაცილო იყო, ადამიანი გამოდის, კონკრეტული ადამიანები წარადგინა, ესენი იქნებიან თანამდებობაზეო, როდესაც თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნებაა" უმრავლესობაში წარმოდგენილი", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ წარდგენილი მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი შეაფასა. როგორც კახა კალაძე განმარტავს, ვერანაირი პოლიტიკური პერფორმანსი ვერ შეცვლის თბილისელების დამოკიდებულებას მათ მიმართ. „ვერანაირი პოლიტიკური პერფორმანსი...
ჩვენს მოსახლეობას მინდა ავუხსნა, მათი ეს ფიქტიური დაყოფები, ვითომ ახალი პარტიების შექმნა მათსავე წიაღში, რა თქმა უნდა, იყო აბსოლუტური ფარსი და ტყუილი, საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება და ჩვენი მოსახლეობის მოტყუების მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს მარტვილში, ჩრდილოვან კაბინეტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ რეალობის შეგრძნება და არსებული სიტუაციის განცდა. „მათ ჰგონიათ,...
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მარტვილში მათი კანდიდატის, თორნიკე ჯანაშიას მეორე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულია, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მარტვილში გამართული შეხვედრების შემდეგ განუცხადა. „დღეს დავიწყეთ შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში. ჩავდივართ ყველა იმ რეგიონში, სადაც მეორე ტურის არჩევნები გაიმართება. ვხვდებით ჩვენს წევრებს, პარტიულ აქტივს, მხარდამჭერებს. ვულოცავთ მათ იმ საერთო გამარჯვებას, რომელიც 2 ოქტომბერს მოვიპოვეთ და რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ 30...
ვერ წამომიდგენია, კაცს ნახევარი მილიარდი ჰქონდეს და მელიას მოადგილეობა უნდოდეს, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ჩრდილოვან კაბინეტში ვიცემერად დასახელდა. როგორც მან აღნიშნა, ხაზარაძე მისი კარიერიდან გამომდინარე ბევრად ამბიციური უნდა იყოს და ვერ ხსნის, რატომ სურს ნიკა მელიას მოადგილე იყოს. "ვერაფრით ვერ ვხსნი, ვერ წამომიდგენია, კაცს ნახევარი მილიარდი ჰქონდეს და მელიას მოადგილეობა უნდოდეს, ძალიან დიდი...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკის დავალებით, „თელასისა“ და „თელმიკოს“ მიერ ივნისსა და ივლისში მომხმარებლებზე ელექტროერგიის საფასურის არასწორად დარიცხვის დაკორექტირების შედეგად ზედმეტად დარიცხული თანხა 1 321 551 ლარს შეადგენს. ამის შესახებ მან „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „თელასისა“ და „თელმიკოს“ მიერ მომხარებელბისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის არასწორად დარიცხვის გამო, ორივე კომპანიას დარიცხული თანხების კორექტირება დაევალა. კომპანია...
ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე თბილისში ოპოზიციის „ჩრდილოვანი კაბინეტის“ წარდგენას მხარს უჭერს. როგორც ბაქრაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს არის სწორი ნაბიჯი, გადადგმული არა მხოლოდ არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად, არამედ ქალაქის და ქვეყნის სწორი მიმართულებით გასავითარებლად, ერთპარტიული მმართველობის დასასრულებად და კოალიციური, ევროპული ტიპის ხელისუფლების ჩამოსაყალიბებლად. მისივე განმარტებით, ამ ნაბიჯით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ნიკა მელიამ აჩვენეს, რომ უარს ამბობენ ერთპარტიულობაზე და, მიუხედავად იმისა,...
მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად იყოს ჩართული ვაქცინაციის პროცესში, ვინაიდან მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლებიდან ვერ მოხდება ამ პროცესის მართვა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კახეთში, ვაქცინაციის პროცესის გაცნობისას განცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ეტაპობრივად გეგმავს ისეთ წამახალისებელ ღონისძიებებს, რომელიც ეფექტური იქნება ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისთვის. „ჩვენ ვაგრძელებთ დაწყებულ მარათონს კახეთში. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ყველა რეგიონის ჩართულობა. ჩვენ...
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, მისი არჩევის შემთხვევაში, რუსთავის მოსახლეობას ლიფტებით უფასოდ სარგებლობას ჰპირდება, - ამის შესახებ მან დღეს ბრიფინგზე განაცხადა. ლაცაბიძემ აღნიშნულთან დაკავშირებით თავის საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია ტყუილზეა აგებული. „ჩვენთვის, ყოველთვის მთავარი იყო და დარჩება ის პროექტები, რომლებიც მოსახლეობას ყოველდღიურობას შეუმსუბუქებს და მისცემს ახალ შესაძლებლობას, ვიცხოვროთ ახალ ქალაქში. ჩვენ ვაგრძელებთ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ