გორში, სადგურის ხიდთან ავტოსამრეცხაო აღარ იფუნციონირებს. მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფართებს დემონტაჟი ჩაუტარდა. გორის მერის ინფორმაციით, მეპატრონემ, ვისაც ეს ტერიტორია ეკუთვნის სავაჭრო ცენტრის მშენებლობა გადაწყვიტა, რაზეც შესაბამისი ნებართვაც მიიღო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“ავტოსამრეცხაოები ვისიც იყო იმ პიროვნებამ გადაწყვიტა გახსნას სავაჭრო ცენტრი. მართლაც უსახური იყო ეს ტერიტორია. ჩვენ გავეცით ნებართვა, რომ მანდ უნდა იყოს კომერციული ობიექტი, მანამდე კი უნდა მომხდარიყო არსებული ფართის დემონტაჟი”, – აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები კი ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, სამრეცხაოების ადგილას, მეპატრონე აგურის ბინის მშენებლობას გეგმავს.