თბილისი-სენაკი-ლესელიძის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ194-კმ200 მონაკვეთებზე დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის შეკეთების სამუშაოები, რის გამოც 21 ოქტომბრის 20:00 სთ-დან 22 ოქტომბრის 02:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.