დღეიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37-ვე სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდა. როგორც ჩვენთან საუბარში გაერთიანების ხელმძღვანელმა, ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, ბაღები ეპიდსიტუაციის გამო დაიკეტა.
„ვაკვირდებოდით მთელი კვირის განმავლობაში სწრებადობის დინამიკას სააღმზრდელო დაწესებულებებში. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ამ კვირაში, ფაქტობრივად ბაღების ნახევარი არ მუშაობდა. 12 ჩვენს მიერ იყო ოფიციალურად დაკეტილი, რადგან კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა. ზოგჯერ ათ ან თერთმეტ ბაღში, მშობლებს სიფრთხილის გამო არ დაჰყავდათ...
ბათუმში, ხახულის ქუჩაზე, აღმაშენებლიდან ფრიდონ ხალვაშის ქუჩამდე მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
ქუჩის აღდგენითი სამუშაოები კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შემდგომ გახდა საჭირო.
წლის განმავლობაში მსგავსი სამუშაოები 15 ქუჩაზე შესრულდა.
პროექტის განხორციელებისთვის 1,3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
სპეციალური საჭიროების მქონე პირების გაუსაძლისი ყოფა მთიანეთში. გარემო, რომელიც არანაირ მოთხოვნას არ პასუხობს და რთულ ვითარებაში მყოფი ადამიანების არსებობას უფრო ართულებს. ჩვენ მოგიყვებით მარო თურმანიძეზე, რომელიც გარე სამყაროს მხოლოდ ფანჯრებიდან ხედავს. მისი ერთ-ერთი ოცნება გარემოში გადაადგილებაა, რასაც შესაბამსი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს ცენტრალურსა თუ თვითმმართველიბის სამოქმედო გეგმაში ვერ მიხვდა. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
საწოლი, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებს, ფანჯარასთანაა....
იმ ფონზე, როცა პანდემია მძვინვარებს, ოპოზიცია კიდევ ერთ აქციას აანონსებს. წინასაარჩევნო შემაჯამებელი ხალხმრავალი შეკრება ხვალ ბათუმის ბულვარის კოლონადებთან 17 საათზე გაიმართება. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
გაერთიანებული ოპოზიცია მოსახლეობას საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. პროტესტის მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაა. ასევე ისინი მოქალაქეებს 30 ოქტომბრის კენჭისყრაში მონაწილეობასა და ცვლილებებისთვის მხარდაჭერისტვის მიმართავენ.
"კოალიციური მმართველობა ბათუმიდან უნდა დაიწყოს, უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა,"- აცხადებს ბათუმში "ნაციონალური...
აჭარაში, 22 ოქტომბრის მონაცემებით, 6 ბაღი და 16 ჯგუფია დახურული. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების თქმით, სააღმზრდელო დაწესებულებების დახურვის მიზეზი კორონავირუსის შემთხვევები გახდა.
შეგახსენებთ, აჭარაში ბოლო 24 საათში ვირუსის 143 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 3 ადამიანი გარდაიცვალა.
ახალქალაქის საოლქომ კენჭისყრის საბოლოო შედეგები შეაჯამა. საკრებულოს 42 ახლადარჩეული წევრიდან 37 მმართველი პარტიიდანაა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
საკრებულოში პროპორციული სიით 23 დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ შევიდა, ორი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ორი „ევროპული საქართველოდან“ და ერთი „ლელოდან“.
რაც შეეხება მაჟორიტარულ სიას, საკრებულოში მხოლოდ მმართველი პარტიის 14 მაჟორიტარი შედის.
„ქართული ოცნება“
ნაირი ირიციან
გაიოზ ლომსაძე
ნანა აღდგომელაძე
რუბენ პალიან
სოღომონ ასლანიან
ანნა ღევენიან
ვარდან პაპოიან
ანზორ ყავრელიშვილი
სედა მელკუმიან
ედუარდ აღასარიან
სარგის უზუნიან
მარინე თაქთაქიძე
ზაური პაქსაძე
სარკის...
ასპინძის საოლქომ კენჭისყრის საბოლოო შედეგები შეაჯამა, საკრებულოს 30 ახლადარჩეული წევრიდან 22 მმართველი პარტიიდანაა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
საკრებულოში პროპორციული სიით 13 დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ შევიდა, ხუთი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ერთი „ევროპული საქართველოდან“ და ერთი „ლელოდან“.
რაც შეეხება მაჟორიტარულ სიას, მმართველი პარტიიდან საკრებულოში ცხრა მაჟორიტარი, ხოლო ერთი ენმ–დან შედის.
ვინ მოხვდნენ ახლადარჩეულ საკრებულოში:
N41 – “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”
ბესიკი ბერიძე
მერაბ ზურაბაშვილი
ელისო ზედგინიძე
ალექსი...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმში 8 ოქტომბერს სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ყველა აუცილებელი ღონისძიებაა გატარებული, რაც მათ უსაფრთხოებას ემსახურება.
თორნიკე რიჟვაძემ კახა კალაძეს ბათუმის ტრაგედიის დროს გაწეული მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.
,,დღეს გამართულ თათბირზე, 8 ოქტომბერს სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა და გარდაცვლილთა ოჯახების საკითხი განვიხილეთ. გატარებულია ყველა ის აუცილებელი ღონისძიება, რაც მათ უსაფრთხოებას ემსახურება. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო თბილისის მერს, კახი...
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ტური, ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა არჩევნების მეორე ტურზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კალაძის თქმით, მათი "პოზიტიური საარჩევნო კამპანია" გრძელდება.
"რაც შეეხება მეორე ტურს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მეორე ტური. ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული, ვაგრძელებთ ჩვენს პოზიტიურ საარჩევნო კამპანიას. ვესაუბრებით ამომრჩევლებს ქალაქთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ვაპირებ მომდევნო 4 წელი ჩემს გუნდთან...
ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი განცხადებებით, პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხი "დაიჩაგრება". დეკანოიძე ასევე ამბობს, რომ ღარიბაშვილს კონტროლი აქვს დაკარგული და მისი დღევანდელი განცხადებები, "საკუთარი მოსახლეობის მიმართ მიზანმიმართული დანაშაულის განაცხადია".
"ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, გარდა სიძულვილის ენისა, არის პირდაპირი დასტური, რომ ხელისუფლება მზად არის საბოტაჟი მოუწყოს საკუთარ მოსახლეობას. პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების...
როგორი არ უნდა იყოს და არ უნდა გახდეს პოლიტიკოსი, ასეთი არის გიგი უგულავა. ბიუჯეტის ქურდი, კორუმპირებული კაცი, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გიგი უგულავას მისამართით განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, გიგი უგულავა ფოთში, არჩევნების მეორე ტურში „სამარცხვინოდ დამარცხდება, ისე როგორც დამარცხდა უკვე რვაჯერ მისი მჩაგვრელი პარტია“.
„დღეს ვინ უპირისპირდება „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა, პერსპექტიულ და პროგრესულ კაცს, უპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო, კორუმპირებული კაცი. როგორი არ უნდა...
9 წლის განმავლობაში ჩვენ მოვიგეთ 8 არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფოთში განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დამაჯერებლად მოიგო.
„არაერთხელ იყო იმის საშუალება, რომ ეს პოლიტიკური ძალა საბოლოოდ დამთავრებულიყო, თუმცა, ყოველ ჯერზე ისინი მაინც თავის ამოყოფას და საკუთარი ბოროტი ზრახვების რაღაც დონეზე განხორციელებას ახერხებენ.
ჩვენ დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც როგორც ისინი აცხადებენ, ე.წ....
ბოლო წლებში ქვეყანაში განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა არაერთი ახალი სტანდარტი შემოიტანა, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსის მონცემების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი გლობალური ინფრასტრუქტურული მშენებლობები და სატრანსპორტო მაგისტრალების განვითარება სხვადასხვა ქვეყნებთან უფრო მეტად და ხარისხიანად დაკავშირების საშუალებას იძლება.
„ბოლო წლებში ქვეყანაში განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა არაერთი ახალი სტანდარტი შემოიტანა. სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს...
წინა სტატია
სტრასბურგის სასამართლოს განჩინებებში მკაფიოდ არის ასახული, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ იბომბებოდა და საქართველოს ხელისუფლება მოკლებული იყო ცხინვალის რეგიონში ეფექტური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარშია ნათქვამი, რომლითაც უწყება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებებს ეხმაურება.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მოპოვებულ...
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. მინისტრმა მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, ნაგომარში, შრომასა და გურიანთაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი კულტურის სახლები მოინახულა, ასევე ვაშნარის ნაქალაქარის მდგომარეობას გაეცნო ადგილზე. აღნიშნული ადგილები მინისტრთან ერთად დაათვალიერეს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ, ზუგდიდის მერობის კანდიდატმა პარტია „ქართული ოცნებიდან“ ავთანდილ თალაკვაძემ, საქართველოს კულტურის, სპორტისა...
"მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები რეგიონების განვითარების მიმართულებით და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ ქვეყანას დავამშვიდებთ, დავაწყნარებთ და ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას, რეალური მათი პრობლემების გადაჭრას,"- განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში, ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ.
მიისვე თქმით, დღეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა და ხმის მიცემა დღეს რეალურად არის დიდი სირცხვილი.
მთავრობის მეთაურმა კონკრეტულად...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































