კალაძე: ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ტური, ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული

213

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ტური, ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა არჩევნების მეორე ტურზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძის თქმით, მათი “პოზიტიური საარჩევნო კამპანია” გრძელდება.

“რაც შეეხება მეორე ტურს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მეორე ტური. ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული, ვაგრძელებთ ჩვენს პოზიტიურ საარჩევნო კამპანიას. ვესაუბრებით ამომრჩევლებს ქალაქთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ვაპირებ მომდევნო 4 წელი ჩემს გუნდთან ერთად. პირდაპირ ვიტყვი, ჩვენ მართლაც ის გუნდი ვართ, რომელმაც 2017 წლიდან ამ ქალაქისთვის ბევრი კარგი საქმე გააკეთა. უამრავ ოჯახს დავეხმარეთ, უამრავ ადამიანს, ინფრასტრუქურული პროექტები, რეკრეაციული ცივრცეები… თუმცა, არსებობს გამოწვევები და პრობლემები. ჩვენ ის გეგმა დავდეთ, რომელიც უპასუხებს არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს”, – აღნიშნავს კალაძე.