დღეიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37-ვე სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდა. როგორც ჩვენთან საუბარში გაერთიანების ხელმძღვანელმა, ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, ბაღები ეპიდსიტუაციის გამო დაიკეტა.
„ვაკვირდებოდით მთელი კვირის განმავლობაში სწრებადობის დინამიკას სააღმზრდელო დაწესებულებებში. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ამ კვირაში, ფაქტობრივად ბაღების ნახევარი არ მუშაობდა. 12 ჩვენს მიერ იყო ოფიციალურად დაკეტილი, რადგან კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა. ზოგჯერ ათ ან თერთმეტ ბაღში, მშობლებს სიფრთხილის გამო არ დაჰყავდათ ბავშვები, დანარჩენებში კი 1950 ჩარიცხული ბავშვიდან 8-10 % არ დადიოდა. ვიცით, რომ კახეთი წითელი ზონაა და ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მით უფრო გურჯაანის მუნიციპალიტეტში. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეს ყველა ბაღი დავკეტეთ, ამ ეტაპზე ერთი თვით. ერთი თვის შემდეგ შევხედავთ ეპიდსიტუაციას და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მივიღებთ. ამ დროისთვის ჩვენი მეთოდისტები მუშაობენ ონლაინსწავლებაზე გადასასვლელად და ალბათ პირველი ნოემბრიდან დავიწყებთ. ეს ცოტა რთულია მშობლებისთვის, მაგრამ რომ არ გაწყდსეს კონტაქტი მასწავლებლებსა და აღსაზრდელებს შორის, ეს აუცილებელია. “
მისივე თქმით, რაც შეეხება სასურსათო კალათებს, თუ ერთი თვის განმავლობაში სააღმზრდელო დაწესებულებები არ გაიხსნა, კიდევ გაიცემა.