ღარიბაშვილი: გიგი უგულავამ, ბიუჯეტის ქურდმა, კორუმპირებულმა კაცმა, გაბედა და ფოთში ჩამოვიდა, რისთვის ჩამოვიდა? მოსაპარად, დასანგრევად

317

როგორი არ უნდა იყოს და არ უნდა გახდეს პოლიტიკოსი, ასეთი არის გიგი უგულავა. ბიუჯეტის ქურდი, კორუმპირებული კაცი, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გიგი უგულავას მისამართით განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, გიგი უგულავა ფოთში, არჩევნების მეორე ტურში „სამარცხვინოდ დამარცხდება, ისე როგორც დამარცხდა უკვე რვაჯერ მისი მჩაგვრელი პარტია“.

„დღეს ვინ უპირისპირდება „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა, პერსპექტიულ და პროგრესულ კაცს, უპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო, კორუმპირებული კაცი. როგორი არ უნდა იყოს და არ უნდა გახდეს პოლიტიკოსი, ასეთი არის გიგი უგულავა. ბიუჯეტის ქურდი, კორუმპირებული კაცი, რომელმაც გაბედა და ფოთში ჩამოვიდა. წინაზე დავსი შეკითხვა და კიდევ მინდა გავიმეორო, რისთვის ჩამოვიდა? მოსაპარად, დასანგრევად. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენ ქვეყანა, აწამეს და გააუბედურეს ხალხი, დაჩაგრეს ჩვენი მოსახლეობა, მეორედ ამის უფლებას ქართველ ხალხთან ერთად ამ ადამიანებს არ მივცემთ. გაიგონ და ერთხელ და სამუდამოდ, გაიაზრონ, ამ ადამიანებმა უნდა დატოვონ პოლიტიკა, იმიტომ, რომ მათ ადგილი მომავლის საქართველოში, მომავლის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არის. მათ სრული უფლება აქვთ, სხვა ნებისმიერი საქმე აკეთონ, პოლიტიკის გარდა, რადგან დიდი ზიანი მოუტანეს ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, ფოთის მოსახლეობა მზად არის, ეს არჩევნები მშვიდად დაასრულოს ბექა ვაჭარაძის გამარჯვებით, იმიტომ, რომ სხვა რეალური ალტერნატივა და პერსპექტივა დღეს ქვეყანას არ აქვს, გარდა იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვოს და ეს ასეც იქნება. უგულავა სამარცხვინოდ დამარცხდება, ისე როგორც დამარცხდა უკვე რვაჯერ მისი მჩაგვრელი პარტია“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.