გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ენმ 9 წევრიან ფრაქციას ქმნის. ფრაქციის თავმჯდომარედ ბექა ქორჩილავა მოიაზრება, მოადგილებაად კი ანი ბალიაშვილი და კახა ლობჟანიძე.
“ენმ საკრებულოში 9 წევრით იქნება, აქედან გამომდინარე ფრაქციის ორი მოადგილე ეყოლება. ფრაქციის თავმჯდომარედ ბექა ქორჩილავას განვიხილავთ, მოადგილებაად კახა ლობჟანიძეს და ანი ბალიაშვილს”,- უთხრა რადიო “მოზაიკას” ენმ-ს შიდა ქართლის რეგიონის ხელმძღვანელმა, ბადრი ბასიშვილმა.
რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით სამომავლოდ ენმ არ გამორიცხავს, რომ მუშაობა...
პარტია „საქართველოსთვის“ წალენჯიხის პარტიული სიის მესამე ნომერმა და უკვე საკრებულოს წევრმა ნანა ლემონჯავამ დატოვა. მან თავის პირად გვერდზე ქვემოთ მოცემული პოსტი გამოაქვეყნა და პარტიის ადგილობრივი ლიდერები “ნაციონალურ მოძრაობასთან” გარიგებაში დაადანაშაულა.
“მეგობრებო, როგორც იცით პარტია „საქართველოსთვის“ წალენჯიხის პარტიული სიის მესამე ნომერი და უკვე, საკრებულოს წევრი ვარ. ამ პარტიაში გაწევრიანების მიზანი და მიზეზი იყო ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დაგვესრულებინა ეს პორალიზებული პოლიტიკური გარემო და დაგვესრულებინა...
ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთში ვიზიტისას თქვა, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატებმა პირველ ტურში "მოღალატე გახარიას" გამო ვერ გაიმარჯვეს.
საქართველოს პრემიერმინისტრი ქუთაისში, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს ეწვია. მან არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ "მოღალატე გახარიას" ფაქტორმა განაპირობა, რომ მათმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა.
"რომ არ ყოფილიყო მოღალატე გახარიას ფაქტორი, რა თქმა უნდა, სრული დამაჯერებლობით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებდა, - აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა...
რაც შეეხება ჩვენს ოპონენტს, იოსებ ხახალეიშვილის ოპონენტს, ვინ არის ოპონენტი? ქალბატონი ხატია დეკანოიძე. ქალბატონი, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ქუთაისში, გავლით არის ნამყოფი ქუთაისში და არავითარი კავშირი, ბმა ქუთაისთან და ქუთაისელებთან არ გააჩნნია, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა, სადაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში იმყოფება.
ამასთან, ღარიბაშვილმა ისაუბრა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც...
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავატომობილო გზა უმძიმეს მდგომარეობაშია. ამ გზის მშენებლობისთვის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „აკორდმა“ სამუშაოები სანახევროდაც ვერ შეასრულა. ინფორმაციას "ჩემი ხარაგაული" ავცელებს.
უგზოობით გაწამებული მოქალაქეები „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას დაგვიკავშირდნენ და გვთხოვეს გაგვერკვია, რა ბედი ელის ამ გზას და როდის დაადგება საშველი მის მშენებლობას.
საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებელ კომპანია „აკორდთან“ ხელშეკრულებას, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს გაწყვეტენ.
„ამ გზის მშენებელობისთვის ტენდერი წელს აუცილებლად...
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, 27 ოქტომბერს მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ აქციას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება.
მდინარაძის თქმითვე, ამ საკითხზე ივანიშვილთან საუბარიც არ ყოფილა.
„ასეთი საუბარი არ ყოფილა. არ ვიფიქრეთ, რომ გარკვეული უხერხულობა შევქმნათ და ვთხოვოთ ვიღაცას, განსაკუთრებით ისეთ ადამიანს, რომელსაც განცხადება აქვს გაკეთებული, რომ პოლიტიკაში არ ჩაერევა, ჩაერიოს პოლიტიკაში - ამას არ ვთხოვთ, ასეთი აზრიც არ გვიჩნდება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება იმას, სად...
რამდენი კაციც ჰყავდათ მათ თავიანთ აქციაზე შეკრებილი, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა მმართველი პარტიის მიერ დაანონსებული შეკრება კონტრაქცია.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ აქციის მიზანი, საზოგადოებისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ ჩვენებაა.
„ეს არის „მესიჯბოქსი“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაალაგეს - არავითარი...
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება საგანგაშოა და თუ ვაქცინაციის ტემპმა არ მოიმატა, მკაცრი კოვიდრეგულაციების შემოღების საკითხი დღის წესრიგში დადგება.
„თუ რაღაც რადიკალური ზომები არ მივიღეთ და არ გამოვფხიზლდით, სიტუაციის შენარჩუნება ძნელი იქნება და გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ეპიდვითარება ძალიან სერიოზულია, ვიტყოდი, რომ საგანგაშო. "მეხუთე ტალღა" დაიწყო ისე, რომ "მეოთხე ტალღა"...
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 27 ოქტომბერს 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება პარტიის მხარდამჭერთა შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება.
მისივე თქმით, ათეულობით ათასი მოქალაქე შეიკრიბება, რათა კიდევ ერთხელ აჩვენონ, როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად.
ამასთან, ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებს.
„როგორც მოგეხსენებათ, არჩევნებამდე რჩება რამდენიმე დღე. გასული დღეების განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან ერთად მოვიარე...
ჩვენ სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, რომ ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში; უნდა გავიმარჯვოთ დიდი უპირატესობით, ლევანმა უნდა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, მე ამის მჯერა და ამის საფუძველს მაძლევს ის განწყობა და წინასწარი გამოკითხვების შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს თელავში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იგეგმება თელავის ბიუჯეტის გაზრდა და არაერთი მსხვილი პროექტის...
„ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ბექა ვაჭარაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იგი გეგმავს სამართლებრივი დავის გაგრძელებას იმ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა.
ბექა ვაჭარაძე მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ითხოვს ფულად კომპენსაციას 55 555 ლარის ოდენობით, რომელსაც მისი თქმით, საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხავს.
ამასთან, ბრიფინგზე ვაჭარაძემ გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი გიგი...
გურჯაანში მიუსაფარი, შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალურმა სააგენტომ ფუნქციონირება დაიწყო.
სააგენტო ოფიციალურად, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა და პარლამენტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა გახსნეს. მიუსაფარ ცხოველთა მართვის რეგიონულ სააგენტოში 24-საათიანი „ქოლცენტრი“ იმუშავებს, რომლის მეშვეობით მოხდება გამოძახება ცხოველთა გადასაყვანად.
სტერილიზაციის გარდა, მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის სააგენტოს ფუნქციებში შევა – ცხოველის პატრონის დადგენა ან ახლის მოძიება. ასევე, ცხოველთა ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიის წარმოება.
პროექტი მუნიციპალური...
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირადად იქნება ჩართული ყველა მუნიციპალიტეტის მუშაობაში და პირადად ექნება ამაზე კონტროლი.
„ჩათვალეთ, რომ მე ვიქნები ჩართული ზუგდიდშიც, ქუთაისშიც, თელავშიც, ყველგან, აბსოლუტურად, ყველა მუნიციპალიტეტში და პირადად მექნება კონტროლი ყველა იმ სამუშაოსა და პროექტზე, რომელიც მიმდინარეობს და რომელსაც დავიწყებთ ჩემი და ჩვენი გუნდის ინიციატივებით მომავალი წლიდან. ასე რომ ნურავის ექნება ილუზია და ნურც ამ კრიმინალებს, რომლებიც გველაპარაკებიან...
45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს ცაგერში და 55 ხმა ჩვენს კანდიდატს ბაღდათში. ჩვენ რომ რაიმე არაკანონიერის გაკეთება გვდომებოდა, ჩვენს ხელშია ყველა რესურსი, მარტივად შეიძლებოდა ამით მანიპულირება, მაგრამ ჩვენ ამას არ ვკადრულობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა ნამდვილ დემოკრატიულ არჩევნებს ატარებს.
„სააკაშვილის დროს არჩევნებს აყალბებდნენ და ათასობით ბიულეტენს პირდაპირ საარჩევნო ყუთებში ყრიდნენ. თქვენ რომ გაყალბებაზე საუბრობთ, ეს...
საარჩევნო ადმინისტრაციამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა და დაადგინა, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა აღნიშნა, მილიონზე მეტი ამომრჩეველი თბილისშია რეგისტრირებული.
„მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც პირველად ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ...
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი მღებრიშვილი იხსენებს, რა ვითარებაში მოხდა "ქართული ოცნების" პარტიული აქტივისტების მიერ, რუსთავში, დავით კირკიტაძის ოფისზე თავდასხმა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ა(ა)იპებ-სა და სიპებში დასაქმებულები ცოტა მოგვიანებით, მოვიდნენ, მაგრამ დაპირისპირების მეორე ეტაპზე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ:
"სპორტის სამსახურის უფროსი, ბაჩო ხაჩიძე. იყო ასევე გიორგი კოკაია სპორტის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომელი. მოქმედი და არჩეული საკრებულოს წევრი "ოცნებიდან" ამირან...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































