გურჯაანში მიუსაფარი, შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალურმა სააგენტომ ფუნქციონირება დაიწყო.
სააგენტო ოფიციალურად, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა და პარლამენტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა გახსნეს. მიუსაფარ ცხოველთა მართვის რეგიონულ სააგენტოში 24-საათიანი „ქოლცენტრი“ იმუშავებს, რომლის მეშვეობით მოხდება გამოძახება ცხოველთა გადასაყვანად.
სტერილიზაციის გარდა, მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის სააგენტოს ფუნქციებში შევა – ცხოველის პატრონის დადგენა ან ახლის მოძიება. ასევე, ცხოველთა ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიის წარმოება.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა. ინტერმუნიციპალური მიუსაფარ ცხოველთა კახეთის სააგენტოს აშენება 2 მილიონ ლარამდე დაჯდა.