გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ენმ 9 წევრიან ფრაქციას ქმნის. ფრაქციის თავმჯდომარედ ბექა ქორჩილავა მოიაზრება, მოადგილებაად კი ანი ბალიაშვილი და კახა ლობჟანიძე.
“ენმ საკრებულოში 9 წევრით იქნება, აქედან გამომდინარე ფრაქციის ორი მოადგილე ეყოლება. ფრაქციის თავმჯდომარედ ბექა ქორჩილავას განვიხილავთ, მოადგილებაად კახა ლობჟანიძეს და ანი ბალიაშვილს”,- უთხრა რადიო “მოზაიკას” ენმ-ს შიდა ქართლის რეგიონის ხელმძღვანელმა, ბადრი ბასიშვილმა.
რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით სამომავლოდ ენმ არ გამორიცხავს, რომ მუშაობა სამი ფრაქციით გააგრძელოს.