ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებულმა „ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა“ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი მორიგი ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტი გამოავლინა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ინტენსიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით. „აღნიშნული პირი მოუწოდებს ემიგრაციაში მყოფ პირებს, რომ გადაამოწმონ თავიანთი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში...
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღეს საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე, ვიდეოსათვალთვალო კამერების მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება შეისწავლა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს. როგორც ინსპექტორის სამსახურში განმარტავენ, შესწავლა მედიასაშუალების მიერ 2021 წლის 2 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა. მათი ცნობით, გავრცელებული სიუჟეტის მიხედვით, არჩევნების კენჭისყრის დღეს, ქ. რუსთავში მდებარე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილ სივრცეში განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერები მიმართული იყო...
ენმ-ს წევრი და გორის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი ანა ბალიაშვილი ამბობს, რომ 27 ოქტომერს მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ აქციაზე მოქალაქეებს წასვლას აიძულებენ. მისი ინფორმაციით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს აქციაზე წაუსვლელობის შემთხვაში სამსახურის დაკარგვის შიში აქვთ.  ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “უამრავი ადამიანი გვწერს და გვირეკავს – ხელისუფლება საჯარო მოხელეებს იმ სამარცხვინო აქციაზე წასვლას აიძულებს! რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს ადამიანები მხოლოდ...
“გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე” – ამ მოწოდებით “ქართულმა ოცნებამ” ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა. მმართველმა პარტიამ აქციაზე დასასწრებად ხალხის მობილიზება რეგიონებში უკვე დაიწყო. ცნობილია, რომ აქციას გორიდანაც შეურთდებიან. ინფორმაციას რადიო მოზაიაკ ავრცელებს. “დამირეკეს შენი “მარშუტკა” გვჭირდებაო, თავისუფლების მოედანზე აქციას ვატარებთ და ხალხი უნდა წავიყვანოთო. უკვე გადანაწილებულია რომელ “მარშუტკაში” რამდენი ადამიანი დაჯდება. რა თქმა უნდა თანხას გადამიხდიან აღნიშნულ მომსახურებაში”, – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი რადიო “მოზაიკასთან”...
video
ბრძოლა უკეთესი საცხოვრებელი პირობებისთვის ბათუმში და წლების განმავლობაში არ დამდგარი შედეგი. ადგილობრივებს ყოფილი საერთო საცხოვრებელი საკუთრებაში 2010 წელს უღიარეს, თუმცა გაუსაძლის პირობებთან ერთად კორპუსი იმდენად ავარიულია, რომ ყოველი ღამისთევა საშიშა. იმისთვის, რომ ამხანაგობამ ინვესტორი მოიყვანოს და მშენებლობით დააინტერსოს, მომიჯნავედ მდებარე ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემას ელოდებიან, რაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკსი სამინისტროსგან წლობით გაეწელათ. მაცხოვრებლებს ტრაგედიის ეშინიათ და დროულ რეაგირებას ითხოვენ....
„შენი იდეა ბათუმს“ - მონაწილეობითი ბიუჯეტირების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. განიხილეს შესული განცხადებები, რის შემდეგაც პროექტები შესაბამის სამსახურებს გადაეცემათ, ბოლოს კი იდეის ავტორებთან შეთანხმებით, პროექტებად ფორმირდება. ,,შენი იდეა ბათუმს" პროექტის ფარგლებში სულ 71 იდეა დარეგისტრირდა. ხმის მიცემის პროცესი 15 ნოემბერს დაიწყება და 1-ელ დეკემბრამდე შეძლებთ ხმა მისცეთ თქვენთვის სასურველ პროექტს.
მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს, – ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია სოციალურ ქსელში ავრცელებს. "დღეს ქუთაისის მერის დავალებით ოპერის თეატრის კარი ჩაუკეტეს პაატა ბურჭულაძეს (ოპერის თეატრის დათვალიერების მიზნით იყო მისული) ეს იგივეა მესი რომ ჩამოსულიყო ტორპედოს სტადიონის დასათვალიერებლად და არ შეეშვათ. გუშინ რუსთავის ციხესთან ქუთაისის მერის მხარდამჭერების სამარცხვინო აქციის შემდეგ თუ ახალ რეკორდებს...
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე სიას აქვეყნებს, რომელშიც მისი თქმით, ზუგდიდში, არჩევნებში მონაწილე ხელისუფლების მაღალჩინოსნები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მართული კრიმინალები არიან. მისი თქმით, ეს ადამიანები პასპორტების წართმევაში, მოსყიდვასა და დაშინებაში მონაწილეობენ. "ამ ადამიანებს მივმართავ, ვიცით ყველა თქვენი გადაადგილების შესახებ, ყველა თქვენი უკანონო ქმედების და სასაფლაოზე რაზბორკებზე, დაგადგებით ყველგან სადაც იქნებით. თქვენ ვერ დააშინებთ და ვერ წაართმევთ არჩევანს ზუგდიდელებს!" -...
იმერეთიდან "ქართული ოცნების''  ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალიშვილის შემდეგ, "მთავარ არხის'' წინააღმდეგ სარჩელი ჭიათურის მერს გივი მოდებაძესაც შეაქვს. მისი თქმით, ტელევიზიის ერთ-ერთ სიუჟეტში, სადაც მას როგორც სუსის აგენტად მოიხსენიებდნენ, ტყუილი და ცილისწამებაა. ამის გარდა, გივი მოდებაძე ამბობს, რომ  წინასაარჩევნო პერიოდში მის წინააღმდეგ "მთავარი არხი" გამოგონილ ამბებს აშუქებდა. "ყალბი ამბების მიზეზით, ბულინგი განიცადეს ჩემი ოჯახის წევრებმა და მცირეწლოვანმა შვილმა, ხოლო დედა საავადმყოფოში...
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავატომობილო გზა უმძიმეს მდგომარეობაშია. ამ გზის მშენებლობისთვის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „აკორდმა“ სამუშაოები სანახევროდაც ვერ შეასრულა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. უგზოობით გაწამებული მოქალაქეები „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას დაგვიკავშირდნენ და გვთხოვეს გაგვერკვია, რა ბედი ელის ამ გზას და როდის დაადგება საშველი მის მშენებლობას. საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებელ კომპანია „აკორდთან“ ხელშეკრულებას, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს გაწყვეტენ. „ამ გზის მშენებელობისთვის ტენდერი...
video
გენრი დოლიძე, გოჩა გუგუნავა, გიორგი ცინცქილაძე - იმ შემთხვევაში, თუ ბათუმის მერი ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი გიორგი კირთაძე გახდება, ეს ადამაინები მისი მოადგილეების პოსტს დაიჭერენ. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. თუ კი ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება გენრი დოლიძე აპირებს, რომ ურყევი პოზიცია შეინარჩუნოს. სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც მუდმივად აპროტესტებს უსამართლობას, გვპირდება, რომ დაწინაურების შემთხვევაში ხედვები არ შეეცვლება. მისი თქმით, გიორგი კირთაძე მისთვის ღირსეული კანდიდატია,...
ტრანსპორტის პრობლემა აქვთ ქედის სოფლებში მცხოვრებლებს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ზოგან დღეში ერთხელ დადის ზოგან კი საერთოდ არა, რის გამოც კილომეტრების გავლა ფეხით უწევთ. სოფლიდან ცივილიზაციის უახლეს წერტილამდე ან ბათუმამდე ჩამოსავლელად პერიოდულად ტრანსპორტის ქირაობა უწევთ,რაც ბინებრივია, დამატენოთ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სასწრაფო დახმარების 2 ახალი შენობა გაიხსნა, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს მუშაობას, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ახალ შენობაში განთავსება თანამშრომლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პირადად მიულოცა. “სამედიცინო პერსონალის პირობების გაუმჯობესება მთავრობის პრიორიტეტია. საქართველოში არსებული სასწრაფო სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებები რეფერალური მანქანების დონეს...
პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი კონკურენტ კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ნემსაძეს დებატებში იწვევს. ბესარიონ ბენდელიანის თქმით ლეჩხუმელი ამომრჩეველი იმსახურებს იყოს ინფორმირებული კანდიდატების ხედვებზე და გადაწყვეტილება მიიღოს არა დაშინების და ზეწოლის გზით, რისი ფაქტებიც მრავლადაა ცაგერში, არამედ შინაარსობრივი დებატების ფორმატში შეარჩიოს კანდიდატი. „მინდა ჩემს კონკურენტს „ქართული ოცნებიდან“, მეორე ტურის წინ მივმართო და გამოვიწვიო დებატებში . ლეჩხუმელი ამომრჩეველი იმსახურებს იყოს ინფორმირებული...
30 ოქტომბრის არჩევნებზე ოპოზიციური სპექტრი ქარელშიც ერთიანდება - „ნაციონალური მოძრაობის“ ქარელის მერობის კანდიდატ ნიკოლოზ ახალკაცს მხარდაჭერას 5 პოლიტიკური პარტია უცხადებს. მათ ერთობლივი განცხადება გააკეთეს და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდეს. აღნიშნეს, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ქარელის მერია კოალიციური იქნება. "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის კონკურენტი "ოცნებიდან" ზაზა გულიაშვილია. ის ქარელის მერობისთვის მესამე ვადით იბრძვის და როგორც მთავარისთვის არის ცნობილი, კრიმინალური წარსული აქვს. "ერთიანი ძალებით დავამარცხებთ დღევანდელ...
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, 27 ოქტომბერს ზუგდიდში აქცია "ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის" გაიმართება. როგორც წითლიძე ამბობს, აქცია მრავალათასიანი იქნება და ერთ-ერთი მოთხოვნა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. "საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა გადის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის თავისუფლებაზე, რომელიც 26-ე დღეა შიმშილობს. სწორედ ამიტომ, ხვალ, 27 ოქტომბერს საღამოს 9-ის ნახევარზე ზუგდიდში, ზუგდიდის მერიის წინ, რუსთაველის 90-ში...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ