არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენ უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს საბოლოოდ დავამთავროთ პოლარიზაცია და ქვეყანა განვითარების სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თავისუფლების მოედანზე, პარტიის მხარდამჭერთა შეკრებაზე განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ 30 ოქტომბერს უპირისპირდება არა ჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტი, არამედ რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის...
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის განვითარების იმ დონეზე, როგორც დემოკრატიაა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას მან, ასევე, თქვა, რომ მათ მომავალზე უნდა აიღონ სწორება, თუმცა წარსულის გახსენება და შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია. "დღეს არავის უნდა წარსულზე საუბარი, რადგან წინ უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. საქართველოს წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევაა. ვებრძვით პანდემიას, ვიმყოფებით ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ტერიტორიების...
2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს აქციაზე შეიკრიბნენ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს, აჩვენეს ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე და მტკიცე სურვილი, იცხოვრონ...
თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" შემაჯამებელი შეკრება დაიწყო. შემაჯამებელი აქცია საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. მოქალაქეები აქციას, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოდან შემოუერთდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, ისინი მხარს უჭერენ "ქართულ ოცნებას" და მიიჩნევენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიმარჯვოს. ღონისძიებაზე მხარდამჭერებს პირველად საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა.
ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ  ფორმულას  ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ჰქონდა თუ არა იმ ადამიანების წინასწარ შედგენილი სია, ვინც ლაგოდეხიდან თბილისში, ქართული ოცნების აქციაზე უნდა წაეყვანა. ღამბაშიძემ უპასუხა, რომ მას არავინ მიჰყავდა და ადამიანები "თვითონ გროვდებიან". დამაზუსტებენ კითხვაზე, რატომ ჰქონდა მას თან სიები, ღამბაშიძემ ჟურნალისტს ასე უპასუხა: "სიები სად მაქვს, დაინახე სადმე? რა სიაა რა, იმდენი შენი...
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარ არხს“ წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამების კანონდარღვევით გავრცელებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. კომუნიკაციების კომისიის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დეპარტამენტმა გამოავლინა, რომ მაუწყებელმა წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კოდექსის დარღვევით ორი სარეკლამო რგოლი განათავსა. პირველი რგოლი, რომელიც დარღვევით განთავსდა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოწოდებას შეიცავს, ხოლო მეორე რგოლი 14 ოქტომბრის აქციაზე დასწრების მოწოდებას. „წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა კანონის მიხედვით, განმარტებულია, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული...
“ქართული ოცნების" აქცია ძალის დემონსტრაციაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას აქციისთვის, რაქვიაშვილის თქმით, გასაკვირი ის იქნებოდა, მათ რომ ეს რესურსი არ გამოეყენებინათ. რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემას დეცენტრალიზაცია მოაგვარებს. "ეს არის ძალის დემონსტრაცია, მას შემდეგ რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დიდი მიტინგი გამართა, „ქართული ოცნების" ამომრჩევლები რომ არ შეშინდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ძლიერდება, "ქართული...
ლენტეხის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების სამსახურის ორგანიზებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 20-მდე შშმ პირს ეტლები უსასყიდლოდ გადაეცათ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ლენტეხის მერიიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, სოციალურად დაუცველ 15 ოჯახს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაურიგდა. „საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“, რომელიც 28 წელზე მეტია არსებობს და აერთიანებს სახელოვან, ღვაწლმოსილ ქალებს, მრავალ პროექტს ახორციელებს სამშვიდობო, განათლების, ჯანმრთელობის, სოციალური და ჰუმანიტარული...
არჩევნების მეორე ტურზე, 30 ოქტომბერს, საარჩევნო ადმინისტრაცია 1749 საუბნო საარჩევნო კომისიაში კვლავაც უზრუნველყოფს ხმის დათვლის ვიდეოგადაღებას, - ამის შესახებ ცესკოს წევრმა ივანე ნორაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ნორაკიძემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ცესკომ მეორე ტურზე გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მიიღო. „ვიდეოგადაღება განხორციელდება ყველა იმ უბანზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, რაც უბნების 95 პროცენტზე მეტს შეადგენს. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი...
რუსთავის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი დავით კირკიტაძე "ინფო რუსთავთან" ჩრდილოვანი კაბინეტის დეტალებზე ისაუბრა. როგორც კირკიტაძემ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, გამარჯვების შემთხვევაში, მისი ერთ-ერთი მოადგილე "გირჩი-მეტი თავისუფლებიდან" ირაკლი კუკანია იქნება. მერობის კანდიდატის თქმით, კუკანია კურირებას გაუწევს მისი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი დაპირების შესრულებას, რაც რუსთაველებისთვის მიწების გადაცემას გულისხმობს. კირკიტაძის განცხადებითვე, მოადგილეები ასევე იქნებიან "ლელოსა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები. როგორც რუსთავის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი აცხადებს,...
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონში ახალი მერი თანამშრომლებს წარუდგინა. ვასილ გველესიანმა უფლებამოსილების განხორციელება დღეიდან ოფიციალურად დაიწყო. ახლამა მერმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხი წელი მაქსიმუმს გააკეთებს და მუნიციპალიტეტს ბევრ საინტერესო პროექტს შესთავაზებს. ,, ვულოცავ ბატონ ვასილ გველესიანს და ასევე, იმერეთის მასშტაბით ცხრა მერს მათი უფლებამოსილების დაწყებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ძალიან სწორი არჩევანი გავაკეთეთ და ეს...
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ თუ ვინმე მათ აქციაზე მისვლის სანაცვლოდ ფულს შესთავაზებს, არ მივიდნენ. მამუკა მდინარაძის მტკიცებით, აქციის მონაწილეებისთვის ფულის შეთავაზება სიმართლეს არ შეესაბამება და ამას მხოლოდ თეორიულად უშვებს. "მე მივმართავ თუნდაც ერთ ადამიანს, რომელსაც თეორიაში, მათი შექმნილი ფეიკით, გასაგებია, მაგრამ თეორიულად მაინც დავუშვათ, რომ ვიღაცა ვიღაცას ამას შესთავაზებს — არცერთი მათგანი, არცერთი მათგანი,...
ხელისუფლებამ სამეგრელოში დღევანდელი დღე "უქმედ" გამოაცხადა - ზუგდიდში საჯარო სამსახურებში დასაქმებულები ადგილზე არ იმყოფებიან, ისინი "ოცნებამ" თბილისში, აქციაზე წაიყვანა. არსებული ინფორმაციით, არსებობდა სპეციალური კვოტაც, რომ თითო საჯარო მოხელეს დამატებით 5 ადამიანი უნდა წაეყვანა.  ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ადამიანების მობილიზება ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსაც დაევალათ, რომლებიც "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში ხელისუფლებამ დააფინანსა. თბილისში წასაყვანთა სიაში მეხანძრე-მაშველები, მასწავლებლები და ექიმებიც მოხვდნენ. საჯარო სამსახურებში...
"ქართულმა ოცნებამ" თბილისში გასამართ აქციაზე წამოსასვლელად ხალხი თელავშიც შეკრიბა - ხელისუფლებამ შტაბისა და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან საჯარო მოხელეები, სსიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლები, სკოლებისა და ბაღების თანამშრომლები დაიბარა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ხელისუფლებას დღეს მხარს "ცოცხების აქციის" მონაწილეებიც დაუჭერენ. მასწავლებლები "მთავართან" ირწმუნებოდნენ, რომ საგაკვეთილო პროცესი არ ჩაშლილა. "მინდა რომ წავიდე, და ვიყოთ ყველა ერთად სუყველანი, ბედნიერად... მიდი და ცხრილი გადამიმოწმე, არ...
თბილისის მერმა კახა კალაძემ ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობა ბოლოს 2019 წლის ზაფხულში დააანონსა. კალაძემ მაშინვე განაცხადა, რომ იგეგმებოდა ტენდერის გამოცხადებაც, რომელში გამარჯვებულ კომპანიასაც ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე 60 მილიონ ლარად შენობა-ნაგებობა უნდა მოეწყო. პროექტი ორ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. გამოცხადდა ტენდერიც, რომელიც 6-ჯერ გასაჩივრდა, საბოლოოდ კი კონტრაქტორი კომპანიის მოძებნა ვერ მოხერხდა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. როგორც დღეს "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე აცხადებს,...
რუსთავში საცხენოსნო სკოლა მოეწყობა. სკოლის მოწყობა ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ, ტყე-ჭალის ტერიტორიაზე იგეგმება. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს. 22 496 კვ.მ მიწის საიჯარო აუქციონზე გატანას რუსთავის საკრებულოს უკვე კენჭი უყარა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, ნინო ქავთარაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, აუქციონზე გამარჯვებულ კომპანიას მიწა იჯარით 30 წლის ვადით გადაეცემა და  ვალდებული იქნება, რომ  მოაწყოს საცხენოსნო სკოლა, პირველი ორი წლის განმავლობაში 300 000...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ