ლენტეხის მერია: მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 20-მდე შშმ პირს ეტლები უსასყიდლოდ გადაეცა

321

ლენტეხის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების სამსახურის ორგანიზებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 20-მდე შშმ პირს ეტლები უსასყიდლოდ გადაეცათ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ლენტეხის მერიიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, სოციალურად დაუცველ 15 ოჯახს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაურიგდა.

„საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“, რომელიც 28 წელზე მეტია არსებობს და აერთიანებს სახელოვან, ღვაწლმოსილ ქალებს, მრავალ პროექტს ახორციელებს სამშვიდობო, განათლების, ჯანმრთელობის, სოციალური და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში, მათ შორისაა შშმ პირთათვის დახმარების აღმოჩენა. ასოციაციის თავმჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე და მათი წარმომადგენლები ლენტეხში იმყოფებოდნენ.

მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების სამსახურის ჩართულობითა და ორგანიზებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 20-მდე შშმ პირს უსასყიდლოდ გადაეცათ ეტლები (სტანდარტული და აქტიური).

ასევე, მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს გადაეცა სათამაშოები, ასაწყობი სახლები, წიგნები, გასაფერადებელი ალბომები, რომლებიც გადანაწილდება საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე. ხოლო სოციალურად დაუცველ 15 ოჯახს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაურიგდა.

ლენტეხის მერიის ჯანმრთელობისა სოციალურია დახმარების სამსახური წლების განმავლობაში თანამშრომლობს ასოციაციასთან, რომლის საშუალებითაც ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხორციელდება არაერთი პროექტი, მათ შორის სამშვიდობო, განათლების, ჯანმრთელობის, სოციალური და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში“, – ნათქვამია ლენტეხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.