“იმდენი შენი დედა ვატირე” — ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა

535

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ  ფორმულას  ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ჰქონდა თუ არა იმ ადამიანების წინასწარ შედგენილი სია, ვინც ლაგოდეხიდან თბილისში, ქართული ოცნების აქციაზე უნდა წაეყვანა. ღამბაშიძემ უპასუხა, რომ მას არავინ მიჰყავდა და ადამიანები “თვითონ გროვდებიან”. დამაზუსტებენ კითხვაზე, რატომ ჰქონდა მას თან სიები, ღამბაშიძემ ჟურნალისტს ასე უპასუხა:

“სიები სად მაქვს, დაინახე სადმე? რა სიაა რა, იმდენი შენი დედა ვატირე”.

დღეს, 27 ოქტომბერს თბილისში ქართული ოცნების ორგანიზებით აქცია იმართება. აქციაზე მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოჰყავთ.