“მიდი და ცხრილი გადამიმოწმე… მინდა რომ გავიდე თელავიდან ცოტა ხნით, გავისეირნო” – აქციაზე მომავალი მასწავლებელი

336

“ქართულმა ოცნებამ” თბილისში გასამართ აქციაზე წამოსასვლელად ხალხი თელავშიც შეკრიბა – ხელისუფლებამ შტაბისა და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან საჯარო მოხელეები, სსიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლები, სკოლებისა და ბაღების თანამშრომლები დაიბარა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

ხელისუფლებას დღეს მხარს “ცოცხების აქციის” მონაწილეებიც დაუჭერენ. მასწავლებლები “მთავართან” ირწმუნებოდნენ, რომ საგაკვეთილო პროცესი არ ჩაშლილა.

“მინდა რომ წავიდე, და ვიყოთ ყველა ერთად სუყველანი, ბედნიერად… მიდი და ცხრილი გადამიმოწმე, არ მაქვს დღეს გაკვეთილები საერთოდ, არ მიზის, მე ვმუშაობ პარალელურ დღეებში. მინდა რომ წავიდე და გავიდე, თელავიდან ცოტა ხნით გავისეირნო”, – ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი, რომელიც თბილისში მოჰყავთ.