გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართა და სთხოვა, ხვალიდან, როდესაც ოპოზიციის გამარჯვება ოფიციალურად გამოცხადდება, შიმშილობა შეწყვიტოს. "უკვალოდ არ ჩაიარა მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, როგორც თავდადებული ქართველის თავდადებამ. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენ გვიყურებს და მინდა აქედან მივესალმო დიდი პატივისცემით, ვუსურვო ჯანმრთელობა. ხვალ, როდესაც უკვე შემაჯამებელი ოქმები შედგება და გამოცხადდება ოპოზიციური კანდიდატები გამარჯვებულად,...
ენმ-ის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ის მადლობას უხდის გუნდს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც და ამბობს, რომ ამომრჩევლის იმედებს გაამართლებს - იქნება ყველას მერი, მათ შორის ოპონენტის - მამუკა წოწერიასი. "დიდი მადლობა ჩემო ზუგდიდელებო იმ მხარდაჭერისთვის, იმ სიმამაცისთვის, რაც ამ ომში თქვენ გამოიჩინეთ. მერწმუნეთ, რომ მე ვიქნები თქვენი ოჯახის მეგობარი მერი. კანდიდატსაც მივმართავ, რომ მაგის მერიც...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, არჩევნების დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებით გაძლიერდა დაძაბულობა, რამაც რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესი შეაფერხა. ზუგდიდის 21-ე, 53-ე და 103-ე, რუსთავის მე-16, ისნის 81-ე და 62-ე და ბათუმის 49-ე საარჩევნო უბნებზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა ვერ განმუხტეს სიტუაცია. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. ისნის 62-ე უბანზე კი დაძაბულობა თანამდებობის პირებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. დარღვევები გამოვლინდა ხმის...
მინდა გამცნოთ „ნაცმოძრაობის“ ძალიან ცუდი გეგმების შესახებ. მათ შორის პირველი მონაცემი, რაც ჩვენთან ინფორმაცია შემოვიდა არის ხელვაჩაურიდან, სადაც მიშა ბოლქვაძე, მერობის კანდიდატი „ნაცმოძრაობიდან“ გეგმავს თავის რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებთან ერთად, შევარდეს რამდენიმე საარჩევნო უბანზე და ხელი შეუშალოს ხმის დათვლის პროცედურას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, მამუკა მდინარაძე მოუწოდებს ოპოზიციას, წაგებას ღირსეულად შეხვდეს. „ვაფრთხილებ ყველას ძალიან მკაცრად, ნურავინ...
მეც და ყველანი უნდა მივიდეთ და დავდგეთ საარჩევნო უბანზე, სადაც ხმა მივეცით და არ მივცეთ "ქართულ ოცნებას", რომ ზეწოლა მოახდინოს შიგნით, კომისიის წევრებზე, - ეს რუსთავის მერობის ოპოზიციის კანდიდატის, დავით კირკიტაძის პირველი განცხადებაა ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ. კირკიტაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საკუთარ საარჩევნო უბნებთან გამოვიდნენ და დაიცვან საკუთარი ხმები. მთელი დღის განმავლობაში ვუყურებდით, რას კადრულობდა "ქართული ოცნება" საარჩევნო უბნებთან, საარჩევნო უბნებში - უხეში კანონდარღვევა,...
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კახი კალაძემ თბილისში დამაჯერებლად გაიმარჯვა, რასაც კრწანისის რაიონში ხმების დათვლის პროცესიც ადასტურებს. „თბილისში, კრწანისის რაიონში ელექტრონული ფორმით წარმოებდა კენჭისყრა და შესაბამისად დაუყოვნებლივ ხდება ინფორმაციის გაზიარება. პირველადი მონაცემებით კრწანისის რაიონში უბნების ნახევარი უკვე დათვლილია. მონაცემები შემდეგია: კახი კალაძე 57,5%; ნიკანორ მელია 42,5%. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ კახი კალაძემ გაიმარჯვა დამაჯერებელი უპირატესობით“, - ამის შესახებ ირაკლი...
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, სამივე ქალაქში ქუთაისში, თელავსა და რუსთავში, სადაც ორგანიზაცია არჩევნების მეორე ტურს აკვირდებოდა, კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ და სამართლიან გარემოში წარიმართა. დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე არ დაუფიქსირებიათ არსებითი ხასიათის დარღვევები, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგზე. საარჩევნო უბნებზე მობილიზებული იყო დამკვირვებელთა დიდი რაოდენობა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლები, რომელთა მითითებით, მყისიერად აღმოიფხვრებოდა ტექნიკური ხარვეზები. კენჭისყრის დღის ბოლო საათებში...
გამარჯვების მოლოდინი მქონდა. დიდი მადლობა ჩემს თანამებრძოლებს, ჩემს ქუთაისს ამ დაფასებისთვის. ვალში ვარ ჩემს ქალაქთან და პირობას ვიძლევი, ვიბრძოლებ ჩემი ქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა თვითმმართველობის არჩვენების მეორე ტურის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ხალხმა პირველი ტურის შედეგები გადააფასა და ქვეყნის განვითარებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. „ხალხმა კიდევ ერთხელ გადააფასა პირველი ტურის...
აღიარეთ შედეგები, აღიარეთ დამარცხება, ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის. ნუ გეშინია ბატონო კალაძე, ბატონო ღარიბაშვილო, ბატონო კობახიძე, - ამის შესახებ თბილისში, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იმ ადამიანებს არ მოსთხოვენ პასუხს, ვინც, მისი თქმით, პირდაპირ ეთერში იძალადეს, რადგან „ისინი არიან მსხვერპლნი.“ "ძალადობენ, ახლაც ძალადობენ, არ გაგივათ. აღიარეთ შედეგები, აღიარეთ დამარცხება, ამაში...
ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში აცხადებენ, რომ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ოპოზიციამ გამარჯვება შეძლო. როგორც მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ განაცხადა, დასრულდება პოლიტიკური და პარტიული ნიშნით დევნა. მისივე თქმით, ახლა მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. "საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ოპოზიციამ გამარჯვება შეძლო, მნიშვნელოვანია ბათუმში და ყველა დიდ ქალაქში, ყველა უბანზე „ქართული ოცნება“ ახდენს ბეიჯიანი ძველი ბიჭებით დაწყებული ყველა იმ ადამიანის კოორდინაციას, რომელიც ამ კამპანიაში...
"მთავარი არხის" ეგზიტპოლების მიხედვით, ქუთაისის არჩეული მერი ხატია დეკანოიძეა. მან პირველი განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა, მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ახლა საჭიროა თითოეული ხმის დაცვა: "მე ერთი წუთი არ დამიკარგავს გამარჯვების რწმენა. ვულოცავ ჩემს მეგობრებს, დარწმუნებული ვარ, რომ საქარველოს მოქალაქეებმა თქვენ თავის სათქმელი. ახლა ჯერი არის ჩვენზე, ჩვენ უნდა დავიცვათ საქართველოს მოქალაქის თითოეული ხმა. ეს არი ძალიან მნიშვნელოვანი,...
"ქართული ოცნების" წარმომადგენელ ირაკლი ლაგვილავას განცხადებით, ენმ-ის ყველა, ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შტაბში მიმდინარეობს მათი "ზონდერჯგუფების" მობილიზება, რომ ის უბნები დაარბიონ, სადაც აქვთ წინასწარი ინფორმაცია, რომ აგებენ. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. ირაკლი ლაგვილავა ამბობს, რომ განსაკუთრრბული სწორება აქვთ სოფელ კახათზე. "მინდა მივმართო მათ, კანონი იქნება მკაცრი ყველას მიმართ, ვინც გაბედავს და წავა ქვეყნის სტაბილურობის, სიმშვიდის და კეთილდღეობის წინააღმდეგ", - აღნიშნა მან. "ოცნების" წარმომადგენლის ინფორმაციით,...
ჩვენი წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს, - ამის შესახებ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ზუგდიდში იმარჯვებენ „ქართული ოცნების“კანდიდატები, როგორც სამაჟორიტარო ოლქში, ასევე მერის კანდიდატი. მინდა, მოსახლეობას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციებს. იყო მცდელობა, დაეძაბათ საარჩევნო გარემო, მაგრამ ეს ფაქტები დროულად იყო აღმოფხვრილი. ჩვენ ვართ დამაჯერებელი გამარჯვების...
გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, მას შემდეგ რაც გამოცხადდა მთავარი არხის ეგზიტპოლი, რომლის თანახმად, თბილისში ნიკა მელია იგებს, ამბობს, რომ ძალადობრივი მეთოდები ოცნებას გასამარჯვებლად არ ეყო და ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. "ჩვენ დავინახეთ, რომ ქართული ოცნება საერთოდ მარცხნივ არის, კილომეტრებით დაშორებული არის პოლიტიკისგან. პოლიციელებით, ვითომ კრიმინალებით, ძველი ბიჭებით, რომლებიც არიან ამოფარებული პოლიციელებს და პროკურორებს აი ასე ატარებენ ესენი არჩევნებს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა,...
გილოცავთ ყველას, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით გამარჯვება მეორე ტურში. შევძელით არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ ღირსეული გამარჯვება, – ასე მიმართა დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩვენების მეორე ტურის ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მხარდამჭერებს. მისი თქმით, მან ყველას, ვინც ხმა მისცა, მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მზად არის, დაუღალავი შრომით ემსახუროს ქალაქს. „დიდი მადლობა თითოეულ ჩემს მხარდამჭერს, ყველა...
წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა არჩევნებში მონაწილეობისთვის. „მინდა, ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება. დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, მადლობა ჩვენს ქალაქს ყველაფრისთვის. ძალიან კარგად და მშვიდად ჩატარდა არჩევნები. წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ. ჩვენ მშვიდად...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ