ფოთში, „ქართული ოცნების" წევრები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას აღნიშნავენ. მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის ბექა ვაჭარაძის განცხადებით, ამ დროისთვის უბნების უმრავლესობაში ხმები დასათვლელია და იმედოვნებს რომ 57% შეინარჩუნებს. მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. „ამ მომენტისთვის, დარჩენილია დაახლოებით ორი უბანი დასათვლელად და ვფიქრობ, რომ 57 %-ს შევინარჩუნებთ, რაც ამ მომენტისთვის გვაქვს. მე მინდა ყველა ჩემს მხარდამჭერს დიდი მადლობა ვუთხრა გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა...
63 უბიდან დათვლილია 57 უბანი და 57%-ზე მეტი გვაქვს შედეგი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგ 4 წელი ოზურგეთისთვის იქნება აღმშენებლობის, განვითარებისა და წარმატების წელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ავთანდილ თალაკვაძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა. „მადლობა ნდობისთვის, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, შტაბის წევრებს და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ლიდერებს“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
მე არ ვცნობ იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, - ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილის ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ განაცხადა. გიგი უგულავას თქმით, ფოთში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაყალბდა. „მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენ თანამოქალაქე ფოთელს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, მაგრამ სამწუხაროდ, მეგობრებო თქვენი ხმა გაყალბდა. თქვენი ხმა, თქვენი არჩევნები იყო მსხვერპლი ფოთისთვის არნახული ძალადობის, დაშანტაჟების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ფულის მოპკურვით ჩამორიგებით და...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის ელისო ჭურღულიას ინფორმაციით, ზუგდიდში #90-ე საარჩევნო უბანზე ბალანსი ვერ დასვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მისივე თქმით,"ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. " ხმის დათვლისას იყო სიტყვიერი დაპირისპირება. ბალანსი ვერ დასვეს და ამას მოჰყვა კამათი. მე გარეთ გავედი, როდესაც ისევ დაიწყო კამათი და ვაპირებდი უბანში შესვლას, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ხელით შემეხო", - განაცხადა ელისო ჭურღულიამ. რაც შეეხება, "ქართული ოცნების" წარმომადგენელს გიორგი ჯიქიას,...
დაელოდონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს - დღეს დასრულდა საუბარი „ნაცმოძრაობაზე“ და სააკაშვილზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კობახიძემ განმარტავს, არეულობა და ქაოსი ამ ქვეყანაში არავის წაადგებოდა. „ჩვენ ვნახეთ გვარამიას სიზმრები, ეს ოქმის მონაცემებია, დაელოდონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. მგონი არც მოუწევთ ლოდინი, „ნაცმოძრაობა“ მანამდე დამთავრდება. დღეს დასრულდა საუბარი „ნაცმოძრაობაზე“, სააკაშვილზე, გვარამიაზე და ასე შემდეგ....
რუსთავში, პირველადი მონაცემებით, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს. უბნების 60%-ის შედეგებით, მას ხმათა 54.162% აქვს მიღებული. რაც შეეხება მის კონკურენტს ენმ-დან, დავით კირკიტაძეს, ცესკოს მონაცემებით, ამ დროისთვის მას ხმათა 45.838% ერგო. რუსთავში სულ 88 საარჩევნო უბანია, საიდანაც ამ დროისათვის 53 საარჩევნო უბანია დათვლილი.
ნარუჯა-ლაითურის მაჟორიტარული ოლქი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, რაინდი დუმბაძემ მოიგო. მან არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატი გია ჩაგანავა დაამარცხა. რაინდი დუმბაძის გამარჯვების შედეგად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ოზურგეთის საკრებულოში მე-11 სადეპუტატო მანდატი აიღო. ცესკოს მონაცემებით, ოზურგეთის მე-6 მაჟორიტარული ოლქის შედეგები ასეთია: რაინდი დუმბაძე (ენმ)- 57.98%; გია ჩაგანავა (ქარული ოცნება) - 42.1%
წალენჯიხაში, პირველადი მონაცემებით, ენმ-ს მერობის კანდიდატი, გიორგი ხარჩილავა იგებს. მას 54.44% აქვს. რაც შეეხება მის კონკურენტს, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ გოგა გულორდავას, მას 45.56% აქვს მიღებული. ამ დროისთვის 29 უბნიდან 10, ანუ 34%-ზე მეტია დათვლილი. ინფორმაცია განახლდება ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესაბამისად.
ხმაური გლდანის 65-ე საარჩევნო უბანზე - ერთმანეთს კომისიის წევრები დაუპირისპირდნენ. კომისიის თავმჯდომარე კი ადგილზე მისულ ჟურნალისტებს ხმების დათვლის პროცედურის გადაღების საშუალებას არ აძლევს. არსებული ინფორმაციით, ამ უბანზე კალაძეს და მელიას იდენტური შედეგები აქვთ. სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიულეტენების დათვლის დროს ერთ-ერთზე ხმა ნიკა მელიას სასარგებლოდ იყო დაფიქსირებული.
ხვალიდან უნდა შევუდგეთ საქმის კეთებას - არ დაუჯეროთ სიცრუეს, რასაც კონკრეტული მედიასაშუალებები ავრცელებენ. ჯერ შეხედეთ, რა სახეებით დგანან, წაგებაც უნდა მიიღოთ მეგობრებო. გამარჯვებაც და წაგების ფასიც უნდა იცოდეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „ფეისბუქ“ ჩართვისას განაცხადა. დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ ძალიან მიხარია, ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ მეორედ მომანიჭეთ უფლებამოსილება ეს ქალაქი...
ქუთაისში 69-ე უბანზე გადასატან ყუთში ბიულეტენები არ აღმოჩნდა. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს. კომისიის წევრებმა ვერ განმარტეს, რატომ არ იყო ყუთში ბიულეტენები. ტვ პირველმა დააფიქსირა კადრები, სადაც ჩანს, რომ კომისიის წევრებმა  ყუთი დაცვის გარეშე გადაიტანეს.
ქარელში, სადაც უბნების 50%-ია უკვე დათვლილი, "ოცნების" კანდიდატი იგებს. ზაზა გულიაშვილს, პირველადი მონაცემებით, 60.571% აქვს, ხოლო მის კონკურენტს ენმ-დან, ნიკოლოზ ახალკაცს - 39.429%. ამ დროისთვის 40 უბნიდან 20 საარჩევნო უბანია დათვლილი. ინფორმაცია განახლდება ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესაბამისად.
გლდანის 80-ე და 81-ე საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის დამკვირვებლებს შორის დაპირისპირება მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიულეტენების დათვლის დროს ერთ-ერთზე ხმა ნიკა მელიას სასარგებლოდ იყო დაფიქსირებული. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. კერძოდ, 5-იანი X-ით იყო აღნიშნული, ხოლო კახი კალაძის შემთხვევში, ამავე ბიულეტენზე არანაირი ნიშნული არ იყო. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ნიკა მელიას ხმა არ ჩაუთვალეს. დაპირისპირებამ უბნის გარეთაც გადაინაცვლა, ადგილზე იმყოფებოდა...
თიანეთში, სადაც უბნების 66%-ზე მეტია დათვლილი, პირველადი მონაცემებით, თამაზ მეჭიაური მარცხდება. ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის 21 უბნიდან მონაცემები 14 უბანზეა დათვლილი. შედეგები კი ასეთია: "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან წიკლაური - 55.023%, თამაზ მეჭიაური - 44.977%. ინფორმაცია განახლდება ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესაბამისად.
ცესკო-ს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროის მონაცემებით, 219 საჩივარია შესული. აქედან 133 წარდგენილია საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ და 86 საჩივარი დაწერილია დამკვირვებლების მიერ. ცესკოს ინფორმაციით, საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს შეეხება.
ხმაური იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის 39-ე უბანზე. “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატის მარიამ ახალაიას ინფორმაციით, აღნიშნული უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა კომისიის წევრსა და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ ხვიჩა ცქვიტარიას შორის. მარიამ ახალაიას თქმით, 39-ე უბანზე რამდენიმე წუთით ელექტროენერგია გაითიშა, რა დროსაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს. მისი თქმით, დაპირისპირება მხარეებს შორის სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა. “სანამ უბანი დაიხურებოდა, დაახლოებით 10 წუთით ადრე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ