ქუთაისში 69-ე უბანზე გადასატან ყუთში ბიულეტენები არ აღმოჩნდა. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
კომისიის წევრებმა ვერ განმარტეს, რატომ არ იყო ყუთში ბიულეტენები. ტვ პირველმა დააფიქსირა კადრები, სადაც ჩანს, რომ კომისიის წევრებმა ყუთი დაცვის გარეშე გადაიტანეს.