ოზურგეთში, ნარუჯა-ლაითურის მაჟორიტარული ოლქი “ნაცმოძრაობის” კანდიდატმა მოიგო

1042

ნარუჯა-ლაითურის მაჟორიტარული ოლქი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, რაინდი დუმბაძემ მოიგო. მან არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატი გია ჩაგანავა დაამარცხა.

რაინდი დუმბაძის გამარჯვების შედეგად, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ოზურგეთის საკრებულოში მე-11 სადეპუტატო მანდატი აიღო.

ცესკოს მონაცემებით, ოზურგეთის მე-6 მაჟორიტარული ოლქის შედეგები ასეთია: რაინდი დუმბაძე (ენმ)- 57.98%; გია ჩაგანავა (ქარული ოცნება) – 42.1%