ფოთში “ქართული ოცნების” წევრები გამარჯვებას აღნიშნავენ

307

ფოთში, „ქართული ოცნების” წევრები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას აღნიშნავენ.

მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის ბექა ვაჭარაძის განცხადებით, ამ დროისთვის უბნების უმრავლესობაში ხმები დასათვლელია და იმედოვნებს რომ 57% შეინარჩუნებს.

მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„ამ მომენტისთვის, დარჩენილია დაახლოებით ორი უბანი დასათვლელად და ვფიქრობ, რომ 57 %-ს შევინარჩუნებთ, რაც ამ მომენტისთვის გვაქვს. მე მინდა ყველა ჩემს მხარდამჭერს დიდი მადლობა ვუთხრა გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და დიდი მოტივაციაა მსგავსი მხარდაჭერა, მიუხედავად იმ ბევრი ტყუილისა და დეზინფორმაციისა, ფოთელები გაერთიანდნენ და უმრავლესობამ დაუჭირა მხარი იმას, რასაც ჩვენს ქალაქს ნამდვილად სჭირდება. ეს არის ამ ქალაქის განვითარება, წარმატება და დარწმუნებული ვარ მომავალში ჩვენს გაკეთებულ საქმეებს, გაცილებით მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს და ჩვენ შევძლებთ, რომ ამ საქმიანობის ირგვლივ გავაერთიანოთ ფოთელები იმიტომ, რომ ფოთი არის ერთიანობის ქალაქი“, – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.